ევროვიზიის სიახლეები
ორგანიზაცია

ევროვიზია 2021-ს როტერდამი უმასპინძლებს

ფოტო: NPO/NOS/AVROTROS

ევროპის მაუწყებელთან კავშირისა და ნიდერლანდების მაუწყებლებს NNPO, NOS და AVROTROS-ს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად 2021 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი როტერდამში, აჰოი არენაზე გაიმართება.

აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი გახდა დღეს ევროვიზის კონცერტის დასრულებისას, რომელიც მსოფლიო პანდემიის გამო, „ევროვიზია 2020“-ის გაუქმების მიუხედავად, დღეს გაიმართა.

„ევროპა, აანთე შუქი“ (Europe Shine A Light) – ასე  ერქვა შოუს, რომელშიც 2020 წლის ევროვიზიის ყველა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა. დაუვიწყარი შოუ ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მთელი ევროპის მასშტაბით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ნიდერლანდებიდან. კონცერტის მასპინძლები კი ნ შანტალ იანზენი, ედსილია რომბლი და იან სმიტი იყო.

კონცერტზე ევროვიზია 2020 ყველა მონაწილის და მათ შორის თორნიკე ყიფიანის მიერ შესრულდა სიმღერა Love Shinე A light:

ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) და ევროვიზიის სიმღერის კონკურსის სამუშაო ჯგუფის (Reference Group) 17 მარტის გადაწყვეტილების მიხედვით 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი COVID-19 ვირუსის ეპიდემიის გამო გაუქმდა.

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც 41 მონაწილე ქვეყნის დელეგაციებს აერთიანებს.  17 მარტს გამართული შეხვედრის შემდეგ საკმაოდ მტკივნეული, თუმცა ამავდროულად “უსაფრთხო” გადაწყვეტილება იქნა მიღებული. კონკურსის არსებობის 64 წლიანი ისტორიის მანძილზე, 2020 წელი არის პირველი, როდესაც ევროპა სიმღერის კონკურსის გარეშე დარჩა.

 

უპასუხე