ევროვიზიის სიახლეები
ორგანიზაცია

Europe Shine A Light – შოუს დაწყებამდე რამოდენიმე სააათი რჩება

ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) გადაწყვეტილებით, მსოფლიო პანდემიის გამო, „ევროვიზია 2020“-ის გაუქმების მიუხედავად, დღეს ევროვიზიის კონცერტი გაიმართება.

„ევროპა, აანთე შუქი“ (Europe Shine A Light) – ასე  ქვია შოუს, რომელშიც 2020 წლის ევროვიზიის ყველა ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. შოუს პირდაპირი ტრანსლაცია როგორც საზოგადოებრივ მაუწყებლის პირველ არხზე, ასევე Youtube-ის არხზე ქნება და თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება (CEST 21:00).

შოუში მონაწილეობას 41 ქვეყნის კონკურსანტები მიიღებენ, რომლებიც 2020 წლის ევროვიზიაზე უნდა გამოსულიყვნენ, მათ შორის თორნიკე ყიფიანი, სიმღერით Take Me As I Am („მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ“).

როგორც შოუს ორგანიზატორები განცხადებით, აღნიშნულ შოუს ნამდვილად შეუძლია, გააერთიანოს 2020 წლის ევროვიზიაზე მონაწილე 41-ვე ქვეყანა. ორგანიზატორების თქმით, ეს იქნება დაუვიწყარი ორსაათიანი შოუ, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა ნიდერლანდებიდან და მას უმასპინძლებენ შანტალ იანზენი, ედსილია რომბლი და იან სმიტი.

ფოტო: NPO/AVROTROS/NOS

შოუს ორგანიზატორების განცხადებით, ამით სათანადო წესით პატივს მიაგებენ კორონავირუსითდაზარალებულ ადამიანებს და მათ, ვინც ამ კრიზისის გასამკლავებლად ბევრს მუშაობს. ასევე ეს იქნება ალტერნატიული გზა, 2020 წლის ევროვიზიაზე ყველა, 41-ვე ქვეყნის წარმომადგენლისთვის, რომლითაც მთელ მსოფლიოში დაამყარებენ კავშირს მილიონობით აუდიტორიასთან.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) და ევროვიზიის სიმღერის კონკურსის სამუშაო ჯგუფის (Reference Group) 17 მარტის გადაწყვეტილების მიხედვით 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი COVID-19 ვირუსის ეპიდემიის გამო გაუქმდა.

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც 41 მონაწილე ქვეყნის დელეგაციებს აერთიანებს.  17 მარტს გამართული შეხვედრის შემდეგ საკმაოდ მტკივნეული, თუმცა ამავდროულად “უსაფრთხო” გადაწყვეტილება იქნა მიღებული. კონკურსის არსებობის 64 წლიანი ისტორიის მანძილზე, 2020 წელი იქნება პირველი, როდესაც ევროპა სიმღერის კონკურსის გარეშე დარჩება.

2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი რიგით 65-ე უნდა ყოფილიყო, რომლის გამართვაც როტერდამში 12, 14 და 16 მაისს იყო დაგეგმილი .

უპასუხე