გერმანელი გულშემატკივრების რჩეული ევროვიზია 2020-ზე საქართველო გახდა

გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალურ ვებგვერდზე 2020 წლის ევროვიზიის საუკეთესო სიმღერა გამოვლინდა. ონლაინ გამოკითვის გამარჯვებული, საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სიმღერა “Take Me As I Am” გახდა.
გამოკითხვაში ქართველმა კონკურსანტმა ხმების 14,9% მიიღო და პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო მეორე და მესამე ადგილები ლიეტუვისა და ისლანდიის წარმომადგენლებმა დაიკავეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის შოუს “საქართველოს ვარსკვლავის” გამარჯვებული თორნიკე ყიფიანი საქართველოს სახელით 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურზე საკუთარი სიმღერით “Take me as I am” უნდა წარმსდგარიყო თუმცა ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) და ევროვიზიის სიმღერის კონკურსის სამუშაო ჯგუფის (Reference Group) 17 მარტის გადაწყვეტილების მიხედვით 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი COVID-19 ვირუსის ეპიდემიის გამო გაუქმდა, ხოლო თორნიკე საქართველოს 2021 წლის ევროვიზიაზე წარადგენს.
გადაწყვეტილება იმის შესახებ ვინ და როდის უმასპინძლებს მომავალი წლის კონკურსს ჯერ ჯერობით უცნობია. ევროპის მაწყებელთა კავშირი (EBU) უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ნიდერლანდურ მაუწყებლებთან (NPO, NOS, AVROTROS) და მასპინძელ ქალაქ როტერდამის ხელმძღვანელობასთან 2021 წლის კონკურსის შესაძლო მასპინძლობის შესახებ.
თქვენ რას ფიქრობთ, შეძლებდა წელს თორნიკე სიმღერით “Take me as I am” ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე გამარჯვებას?