ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

2021 წლის ევროვიზიის 10 მონაწილის ვინაობა ცნობილია

წყარო: eurovision.tv/EBU

ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) და ევროვიზიის სიმღერის კონკურსის სამუშაო ჯგუფის (Reference Group) 17 მარტის გადაწყვეტილების მიხედვით 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი COVID-19 ვირუსის ეპიდემიის გამო გაუქმდა.

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც 41 მონაწილე ქვეყნის დელეგაციებს აერთიანებს.  17 მარტს გამართული შეხვედრის შემდეგ საკმაოდ მტკივნეული, თუმცა ამავდროულად “უსაფრთხო” გადაწყვეტილება იქნა მიღებული. კონკურსის არსებობის 64 წლიანი ისტორიის მანძილზე, 2020 წელი იქნება პირველი, როდესაც ევროპა სიმღერის კონკურსის გარეშე დარჩება.

2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი რიგით 65-ე უნდა ყოფილიყო, რომლის გამართვაც როტერდამში 12, 14 და 16 მაისს იყო დაგეგმილი .

გაუქმების გადაწყვეტილების შემდეგ ათი ქვეყნის მაუწყებელმა განაცხადა, რომ ის არტისტები, რომლებსაც ქვეყანა 2020 წლის ევროვიზიაზე უნდა წარედგინათ ავტომატურად მოიპოვებენ 2021 წლის ევროვიზიის საგზურს. თუმცა ევროპის მაუწყებელთან კავშირის გადაწყვეტილების მიხედვით, წლევანდელი საკონკურსო სიმღერებით მომავალ წელს წარდგენა არ შეიძლება. შესაბამისად ყველა ქვეყანამ ახალი საკონკურსო სიმღერა უნდა წარადგინოს.

2021 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მონაწილე 10 მომღერლის სია კი ასე გამოიყურება:

აზერბაიჯანი – სამირა ეფენდი

ფოტო: Farhad Ali/EBU

ბელგია – Hooverphonic

ფოტო: Zeb Daemen

ბულგარეთი – Victoria

ფოტო: BNT

საქართველო – თორნიკე ყიფიანი

ფოტო: GPB

საბერძნეთი – სტეფანია

ფოტო: Chantal Antonides – Picture Perfect Amsterdam

ისრაელი – ედენ ალენე

ესპანეთი – ბლას კანტო

შვეიცარია – Gjon’s Tears

ფოტო: SRF

ნიდერლანდები – ჟეგი მაკროი

ფოტო: Anton Corbijn

უკრაინა – Go_A

 

უპასუხე