ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

საქართველოს 2021 წლის ევროვიზიაზე კვლავ თორნიკე ყიფიანი წარადგენს

ფოტო: facebook.com/kipianitornike

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებით, 2021 წლის ევროვიზიის სიმღერისკონკურსზე საქართველოს კვლავ თორნიკე ყიფიანი წარადგენს.

ჯერ არ არის გადაწყვეტილი, მომავალი წლის კონკურსზე იგივე სიმღერები დარჩება თუ შეიცვლება. ამის შესახებ დეტალები მალე დაზუსტდება და გასაჯაროვდება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის შოუს “საქართველოს ვარსკვლავის” გამარჯვებული თორნიკე ყიფიანი საქართველოს სახელით 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურზე საკუთარი სიმღერით  “Take me as I am” უნდა წარმსდგარიყო თუმცა ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) და ევროვიზიის სიმღერის კონკურსის სამუშაო ჯგუფის (Reference Group) 17 მარტის გადაწყვეტილების მიხედვით 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი COVID-19 ვირუსის ეპიდემიის გამო გაუქმდა.

ფოტო: facebook.com/kipianitornike

გადაწყვეტილება იმის შესახებ ვინ და როდის უმასპინძლებს მომავალი წლის კონკურსს ჯერ ჯერობით უცნობია. ევროპის მაწყებელთა კავშირი (EBU) უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ნიდერლანდურ მაუწყებლებთან (NPO, NOS, AVROTROS) და მასპინძელ ქალაქ როტერდამის ხელმძღვანელობასთან 2021 წლის კონკურსის შესაძლო მასპინძლობის შესახებ.

უპასუხე