ევროვიზიის სიახლეები
ორგანიზაცია

COVID19-ის ეპიდემიის გამო ევროვიზია 2020 გაუქმებულია

დღეს ცნობილი გახდა ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) და ევროვიზიის სიმღერის კონკურსის სამუშაო ჯგუფის (Reference Group) გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვიცათ 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი COVID-19 ვირუსის ეპიდემიის გამო გაუქმებულია.

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც 41 მონაწილე ქვეყნის დელეგაციებს აერთიანებს. გუშინ, 17 მარტს გამართული შეხვედრის შემდეგ საკმაოდ მტკივნეული, თუმცა ამავდროულად “უსაფრთხო” გადაწყვეტილება იქნა მიღებული. კონკურსის არსებობის 64 წლიანი ისტორიის მანძილზე, 2020 წელი იქნება პირველი, როდესაც ევროპა სიმღერის კონკურსის გარეშე დარჩება.

“ბოლო კვირების განმავლობაში ვცდილობდით გამოგვენახა ალტერნატიული გზები იმისთვის რომ ღონისძიება არ გაუქმებულიყო. COVID-19-ის გავრცელებამ ევროპაში და სახელმწიფოების მიერ გამკაცრებულმა ზომებმა კონკურსის ჩატარება შეუძლებელი გახადა”- წერია EBU-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოგვიანებით ევროპის მაუწყებელთა კავშირის მიერ, ევროვიზიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული იქნა პასუხები ყველა იმ კითხვაზე, რომელიც გულშემატკივრებს გაუჩნდათ აღნიშნული გადაწყვეტილების გამო.

  • რატომ გახდა აუცილებელი 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გაუქმება?

ევროპაში COVID-19 ვირუსი ეპიდეპიის აფეთქების გამო უამრავმა ქვეყანამ და მაუწყებელმა გარკვეული შეზღუდვები დააწერა, მათ შორის არის ნიდერლანდების მთავრობაც. შესაბამისად შეუძლებელია კონკურსის ორგანიზების გაგრძელება.

  • რატომ არ გადაიდო ევროვიზია?

დღევანდელი მონაცემებით შეუძლებელია განსაზღვრა თუ რა სიტუაცია იქნება მომავალი თვეების განმავლობაში და შესაბამისად ორგანიზატორები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას ასეთი მასშტავის კონკურსის მოგვიანებით გამართვის. ამავდროულად ახალ გამარჯვებულ მაუწყებელს არ ეყოფოდა დრო კონკურსის ორგანიზებისათვის.

  • რატომ არ ჩატარდა კონკურსი მაყურებლის გარეშე?

თუნდაც მაყურებლის გარეშე ჩატარების შემთხვევაში აუცლებელი იყო როტერდამს ემასპინძლა 41 ქვეყნის დელეგაციისათვის, რაც ნიდერლანდების მთავრობის მიერ მიღებულ შეზღუდვებს ეწინააღმდეგება, როგორებიცაა საჯარო თავყრილობები და საზღვარზე დაწესებული შეზღუდვა.

  • რატომ არ ჩატარდა კონკურსი დისტანციურად?

ამ ხერხით კონკურსის გამართვა კატეგორიულად ეწინააღმდეგება „ევროვიზიის დნმ-ს“. ეს კონკურსია, რომელიც აერთიანებს არტისტებსა და გულშემატკივრებს და ამავდროულად მომღერლებს სცენაზე თანაბარ შანსებს აძლევს. ამ გზით კონკურსის ჩატარება უგულველყოფდა კონკრუსის ღირებულებებსა და ტრადიციებს.

შოუს უნიკალურობიდან გამომდინარე ერთადერთი გამოსავალი წლევანდელი კონკურსის გაუქმება იყო.

  • შეძლებენ უკვე არჩეული მომღერლები მომავალ წელს, რომ წარადგინონ იგივე სიმღერა?

ეს საკითხი ჯერ არ არის გარკვეული და საბოლოო გადაწყვეტილებას სამუშაო ჯგუფი (Reference Group) მოგვიანებით მიიღებს.

  • რა მოხდება უკვე შეძენილ ბილეთებთან დაკავშირებით?

გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ ვარგისი იქნება თუ არა უკვე შეძენილი ბილეთები მომავალი წლისთვის, მოგვიანებით გახდება ცნობლი. ხოლო მანამდე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ იმ პორტალის ადმინისტრაციას სადაც ბილეთები იყიდეთ.

  • შემიძლია თანხა უკან ახლავე დავიბრუნო?

ამ ეტაპზე მიმდინარებობს მუშაობა აღნიშნულთან დაკავშირებით და ინფორმაცია მოგვიანებით განთავსდება პორტალ songfestival.nl-ზე.

  • რა მოხდება იმ ბილეთებთან დაკავშირებით, რომლებიც  Ticketswapზე,  AVROTROS-ზე ან ფან-კლუბის (OGAE) საშუალებით ვიყიდე?

ამ შემთხვევაშიც იგივე წესები მოქმედებს, რაც „რიგითი“ ბილეთის მყიდველებისთვის. რგოგორც კი იქნება სიახლე იქნება, ინფორმაციას ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღებთ.

  • ცნობილია მომავალი წლის კონკურსის თარიღი?

გადაწყვეტილება იმის შესახებ ვინ და როდის უმასპინძლებს მომავალი წლის კონკურსს ჯერ ჯერობით უცნობია. ევროპის მაწყებელთა კავშირი (EBU) უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ნიდერლანდურ მაუწყებლებთან (NPO, NOS, AVROTROS) და მასპინძელ ქალაქ როტერდამის ხელმძღვანელობასთან მომავალი წლის კონკურსის შესაძლო მასპინძლობის შესახებ. თუმცა ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევად მიგვაჩნია.

წყარო: EBU/eurovision.tv

ერთმანეთს 2021 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე შევხვდებით!

უპასუხე