ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

წარმოშობით ქართველი ფლორიდა ჭანტურია რუსული Little Big-ის ბექ-ვოკალი იქნება

რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის C1R-ს გადაწყვეტილებით ქვეყანას ევროვზიაზე Little Big ბენდი წარადგენს სიმღერით “UNO”.

თუმცა ჯგუფი ევროვიზიის სცენაზე განახლებული შემადგენლობით წარსდგება, მათ შორის არის ცნობილი რუსული მუსიკალური ჯგუფის “ლენინგრადის” წარმოშობით ქართველი წევრი  ფლორიდა ჭანტურია და The Hatter-ის სოლისტი იური მუზიჩენკო.

29 წლის ფლორიდა ჭანტურია ცნობილია 2016 წლის შემდეგ, როდესაც ჯგუფ “ლენინგრადის” (Ленинград) სოლისტი გახდა ვასილის სტარშოვთან ერთად ალისა ვოკსის ნაცვლად. როგორც ცნობილია, ალისამ ჯფუფი საკმაოდ საკმაოდ სკანდალურად დატოვა. არაჩვეულებრივი ხმის პატრონი ფლორიდა ერთ-ერთი გამორჩეული მომღერალია რუსულ ესტრადაზე, რადგან ფონოგრამით არასოდეს არ მღერის.

მიუხედავად იმისა, რომ ბელორეცკელ ფლორიდას ქართული გვარი აქვს, ის თავის წარმომავლობაზე არასოდეს საუბრობს. ერთადერთი რაც ცნობილია, მამა ბოლოს 9 წლის ასაკში ნახა.

სანქტ-პეტერბურგელი Little Big-ის წევრები კი ილია პრუსიკინი, სონია ტაიურსკაია, ანტონ ლისოვი და სერგეი მაკაროვი არიან. ბენდი ცნობილია თავისი აბსურდული მუსიკალური კოქტეილით,  რომელიც შეიძება გაინისაზღვროს როგორც punk-pop-rave მუსიკა.

უპასუხე