ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

სამირა ეფენდი მაყურებლის წინაშე სიმღერით “Cleopatra” წარსდგება

გასულ თვეში აზერბაიჯანის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა Ictimai-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ქვეყნის სახელით მონაწილეობას სამირა ეფენდი მიიღებს. კონკურსანტის შესახებ გადაწყვეტილება შიდა შერჩევის წესით იქნა მიღებული.

დღეს კი ცნობილი გახდა საკონკურსო სიმღერა. სამირა ევროპელი მაყურებლის წინაშე სიმღერით “Cleopatra” წარსდგება.

28 წლის სამირა ცნობლი გახდა მუსიკალური გადაცემებდან Yeni ulduzBöyük Səhnə (მე-3 ადგილი) და  The Voice of Azerbaijan (მე-3 ადგილი). 2017 წელს კი მონაწილება მიიღო ყაზახეთში გამართულ კონკურს Silk Way Star-ზე სადაც ასევე მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო 2019 წელს კი აზერბაიჯანის სახელით მონაწილეობა მიიღო ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში გამართულ კონკურს Voice of Nur-Sultan-ში.

სამირა ეფენდი ევროვიზიის სცენაზე 12 მაისს, პირველი ნახევარ ფინალის მეორე ნაწილში წარსგება მაყურებლის წინაშე.

რიგით 65-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში 12, 14 და 16 მაისს გაიმართება.

უპასუხე