ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

Festival da Canção 2020 -ის გამარჯვებული ელიზა გახდა სიმღერით “Medo De Sentir”

ფოტო: RTP

‘Festival da Canção 2020’-ის ტრიუმფატორი და ევროვიზიის საგზურის მფლობელი ელისა გახდა და სწორედაც, რომ ის წარადგენს პორტუგალიას როტერდამში სიმღერით ‘Medo De Sentir’.

რიგით 52-ე პორტუგალიური მუსიკალური ფესტივალის ფინალი, რომელიც ევროვიზიის შიდა შესარჩევ კონკურსად გამოიყენება 7 მარტს გაიმართა ელვასიდან. შოუს წამყვანები ფილომენა კაუტელა (2018 წლის ევროვიზიის თანა-წამყვანი) და ვასკო პალმეირიმი იყვნენ.

ფინალისტების საერთო სია კი ასე გამოიყურებოდა:

  1. Filipe Sambado – Gerbera Amarela Do Sul
  2. Jimmy P – Abensonhado
  3. Tomás Luzia – Mais Real Que O Amor
  4. Elisa Rodrigues – Não Voltes Mais
  5. Throes + The Shine – Movimento
  6. Kady – Diz Só
  7. Elisa – Medo De Sentir
  8. Bárbara Tinoco – Passe-Partout

პორტუგალია ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე 1964 წლიდან იღებს მონაწილეობას და 2017 წლამდე არ მოგების გარეშე ყველაზე დიდი ხნის მონაწილეობის რეკორდს ფლობდა, თუმცა 2017 წელს კიევში გამართულ ევროვიზიაზე პირველი გამარჯვება ამ ქვეყანას სალვადორ სობრალმა მოუტანა და 2018 წელს ევრო ფესტივალს ლისაბონმა უმასპინძლა.

რამდენად მაღალია პორტუგალიის გამარჯვების შანსი წელს? მოგვწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში!

უპასუხე