ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

ევროვიზიის დანიური საგზური Ben & Tan-მა მოიპოვეს

დანიის ევროვიზიის შიდა შესარჩევი კონკურსის Dansk Melodi Grand Prix 2020-ის გამარჯვებულები Ben & Tan გახდნენ და სწორედაც, რომ ისინი წარადგენენ დანიის სამეფოს როტერდამში გასამართ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, 14 მაისს მეორე ნახევარ ფინალის მეორე ნაწილში სიმღერით “Yes”.

კონკურსის ფინალი კოპენჰაგენში, დანიის სამეფო არენაზე გაიმართა, თუმცა პირველად ისტორიაში არენა, რომელი 10,000-მდ მაყურებელს იტებს, კორონავირუსის გამო სრულიად ცარიელი იყო. აღნიშნული გადაწყვეტილება დანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მას შემდეგ მიიღო, რაც სამეფოს მთავრობის მიერ რეკომენდაცია გაიცა, რათა გაუქმებულიყო ყველა ღონისძიება, რომელსაც 1000 ადამიანზე მეტი დაესწრებოდა.

 

17 წლის ბენიამინ როზენბომი და 22 წლის ტანნე ამანდა ბალსელსი ერთმანეთს პირველად დანიურ “იქს ფაქტორში” შეხვდნენ.

ფოტო: DR/EBU

რას ფიქრობთ დანიის გადაწყვეტილებაზე? მოგვწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში!

უპასუხე