ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

ჩრდ. მაკედონიის სიმღერის “You” პრემიერა

ჩრდილოეთ მაკედონიის რადიო ტელევიზიამ იანვარში ქვეყნის წარმომადგენლად ვასილ გარვანლიევი აარჩია და სწორედ ის წარადგება 2020 წლის ევროვიზიის სცენაზე ჩრდ. მაკედონიის დროშით.

ვასილს უკვე აქვს ევროვიზიის გამოცდილება, იმდენად რამდენადაც გასულ წელს თამარა ტოდევსკას (ჩრდ. მაკედონიის წარმომადგენელი 2019 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე) ბექვოკალისტი იყო.

მაკედონიური რადიო-ტელევიზიის გადაწყვეტილების კომენტირებისას ვასილმა აღნიშნა, რომ ოცნება რეალობად ექცა.

ვასილმა მუსიკალური კარიერა 7 წლის ასაკში დაიწყო და მას შემდეგ უამრავ საბავშო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. მოგვიანებით, ვაილისი ოჯახი საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა, სადაც უკვე ვასილმა ჩიკაგოს საბავშვო კაპელაში დაიწყო სოლო კარიერა. მისი ცხოვრებისეული მოტოა: იქ სადაც სიტყვები უძლურია, იმღერე!”.

2018 წელს ვასილი ჩრდ. მაკედონიაში დაბრუნდა და მისი კარიერის სამი ყველაზე წარმატებული სინგლი შექმნა: Gjerdan (ყელსაბამი); Patuvam (მოგზაურობა) და Mojata Ulica (ჩემი ქუჩა).

უპასუხე