ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

მელოდიფესტივალენის გამარჯვებული The Mamas გახდა

ფოტო: Stina Stjernkvist (SVT)

ევროპის ყველაზე პოპულარული შიდა შესარჩევი კონკურსის ‘Melodifestivalen 2020’ გამარჯვებული “The Mamas” გახდა სიმღერით Move. 

სტოქჰოლმში, Friends Arena-ზე გამართულ ფინალურ შოუს 30,000 ადამიანი დაესწრო და ჯამში 12 მონაწილე წარსდგა მათ წინაშე.

გამარჯვებული მხოლოდ ერთმა ქულამ გადაწყვიტა. მეორე ადგილზე ერთი ქულით ნაკლებით Dotter გავიდა.

The Mamas უკვე აქვთ ევროვიზიის გამოცდილება. ისინი ჯონ ლუნდვიკის ბექ ვოკალისტები იყვნენ თელ-ავივში გამართულ 2019 წლის ევროვიზიის სიღერის კონკურსზე. ჯგუფის წევრები არიან ლულუ ლამოტი (Loulou Lamotte),  ეშლი ჰეინესი (Ashley Haynes) და დინა იონას მანა (Dinah Yonas Manna).

თქვენ რას ფიქრობთ შვედეთის გადაწყვეტილებაზე? მოგვწერეთ კომენტარებში!

უპასუხე