ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

ვიქტორია ბულგარეთს სიმღერით “Tears Getting Sober” წარადგენს

ოქტომბერში ბულგარეთის მაუწყებელმა BNT-მ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე დაბრუნების შესახებ განაცხადა, ნოემბერში კი უკვე ცნობილი გახდა, რომ ქვეყანას 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, ბულგარეთის “იქს ფაქტორის” ვარსკვლავი, ვიქტორია გეორგიევა წარადგენს, რომელიც ცნობილია როგორც VICTORIA.

დღეს უკვე გამოყვეყნდა ბულგარეთის საკონკურსო სიმღერა “Tears Getting Sober”.

VICTORIA ბულგარული “იქს ფაქტორის” ერთ-ერთი მონაწილე იყო და 2015-16 წლის სეზონზე მეექვსე ადგილი დაიკავა. ამავე სეზონში მონაწილებდა და მეორე ადგილი დაიკავა ქრისტიან კოსტოვმა. ვიქტორიას ხშირად “ბულგარელ ადელის” სახელით მოიხსენიებენ.

2020 წლის ევროვიზიის დასრულების შემდეგ კი დაგეგმილია მისი სადებიუტო ალბომის პრეზენტაცია.

უპასუხე