ევროვიზიის სიახლეები
ორგანიზაცია

შვედეთი და ისრაელი კორონავირუსის გამო დელეგაციების შეხვედრას არ დაესწრებიან

2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის საკონკურსო სიმღერების წარდგენის ბოლო ვადა 9 მარტია, როდესაც როტერდამში ყველა მონაწილე ქვეყნის დელეგაციების შეხვედრა გაიმართება.

თუმცა, ბოლო დროს COVOID-19 ვირუსთან განვითარებული მოვლენების გამო ცნობილი გახდა, რომ შვედეთსა და ისრაელის მაუწყებლების დელეგაციები ზემოთ აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

მელოდიფესტივალის პროექტ მენეჯერის ანეტ ჰელენიუსის განცხადებით, SVT-ს დელეგაცია თავს შეიკავებს როტერდამში გაფრენისგან ამ ეტაპზე და საკონკურსო სიმღერას ონლაინ არხების საშუალებით გაუგზავნის ორგანიზატორებს, თუმცა ამავროულად აღნიშნა, რომ შვედეთის მონაწილეობა 2020 წლის ევროვიზიის კონკურსზე ამ ეტაპზე კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.

მოგვიანებთ ცნობილი გახდა, რომ დელეგაციების შეხვედრაას გამოტოვებს ისრაელის საზოგადოებრივი სამაუწყებლო კორპორაცია KAN, რომელმაც ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად უკვე გააუქმა ნიდერლანდებში გასაფრენი ბილეთები და საკონკურსო სიმღერას ისინიც ელექტრონული არხების მეშვეობით გააგზავნიან.

ხოლო დგას თუ არა რისკის ქვეშ 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი, რომელიც როტერდამში გაიმართება ამ ეტაპზე უცნობია. ევროპის მაუწყებელთა კავშირში მხოლოდ განაცხადეს, რომ ისინი ყურადღებით ადევნებენ თვალყურს კორონავირუსის გავრცელებას და მუდმივ კავშირში არიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WHO) და ადგილობრივ მთავრობასთან და მასპინძელ მაუწყებლებთან NPO, NOS და AVROTROS-თან ერთად ყველა შესაძლო სცენარს განიხილავენ.

უპასუხე