ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

ირლანდიას ლესლი როი წარადგენს სიმღერით “Story Of My Life”

ფოტო: Luca Truffarelli

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის 7 გზის გამარჯვებულმა ირლანდიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა RTÉ-მ 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე თავისი წარმომადგენელი შეარჩია. რეკორდსმენ ირლანდიას წელს ლესლი როი (Lesley Roy) წარადგენს სიმღერით ‘Story Of My Life’.

ლესლი, რომელიც მაყურებლის წინაშე 12 მაისს პირველ ნახევარ ფინალში წარსდგება ცნობილი ირლანდიელი მომღერალი და კომპოზიტორია. წარმოშობით დუბლინელი არტისტი ნიუ იორკში ცხოვრობს, თუმცა დროის ნახევარს ირლანდიაში ატარებს.

ლესლის სადებიუტო ალბომი Unbeautiful 2008 წელს გამოვიდა Jive/Sony Records-თან თანამშრომლობით. მომღერალი ევროვიზიის კონკურსის დიდი ხნის გულშემატკივარია და 2020 წლის ევროვიზიაზე მონაწილეობა მისი ცხოვრებისეული ოცნების ახდენაა.

2020 წლის ევროვიზიი სიმღერის კონკურსი განსაკუთრებულია ირლანდიისთვისაც. რიგით 65-ე სიმღერის კონკურსზე ქვეყანა ნიდერლანდებში თავისივე გამარჯვების 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. 1970 წელს ნიდერლანდებში გამართულ ევროვიიზის სიმღერის კონკურსზე, 32 ქულით,  ირლანდიელმა დანამ გაიმარჯვა სიმღერით “All Kinds of Everything“.

დანა (ირლანდია 1970) ფოტო: Kippa / EBU

ირლანდია გარდა იმისა, რომ გამარჯვებებით ევროვიზიის რეკორდსმენია (7 გამარჯვება ჯამში), მის ანგარიშზე კიდევ ერთი რეკორდი ირიცხება 90-იან წლებში 5 კონკურსიდან 4-ში გაიმარჯვეს და პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ზედიზედ 3-ჯერ შეძლო გამარჯვება.

როგორ ფიქრობთ შეძლებს ლესლი რომ ევროვიზიის რეკორდსმენ ირლანდიას კიდევ ერთი გამარჯვება მოუტანოს ევროვიზიაზე?

უპასუხე