ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

ჟეგი მაკროის სიმღერის “Grow”-ს პრემიერა

ნიდერლანდების შესარჩევმა კომისიამ 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ქვეყნის წარმომადგენლად ჟეგი მაკროი (Jeangu Macrooy) აირჩია.

კომისიის ერთ-ერთი წევრის ერიკ ფონ სტადის (Eric van Stade) განცხადებით მაკროი დიდი ხანი იყო თვალთახედვის არეში, რათა ქვეყანა ევროვიზიაზე წარედგინა, ხოლო წლევანდელმა წარმოდგენილმა სიმღერამ მათი გული პირველივე წამიდან მოიგო.

ფოტო: Anton Corbijn

ჟეგი 1993 წელს დაიბადა სურინამის ქალაქ პარამარიბოში. მუსიკალური შემოქმედება კი ცამეტი წლის ასაკში დაიწყო, როდესაც დაბადების დღეზე მშობლებისგან საჩუქრად გიტარა მიღო, მოგვიანებით კი ტყუპისცალ ძმასთან ერთად მუსიკალური დუეტი შექმნა.

როგორ ფიქრობთ, შეძლებს კი ნიდერლანდები დუბლის შესრულებას?

უპასუხე