ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

შვეიცარიას Gjon’s Tears წარადგენს სიმღერით ‘Repondez-moi’

ფოტო: SRF

შვეიცარიის საზოგადოებრივი მაუწყებლის SRF-ის გადაწყვეტილებით ქვეყანას 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე Gjon’s Tears წარადგენს ფრანგულ ენოვანი სიმღერით ‘Repondez-moi’ (მიპასუხე).

10 წლიანი პაუზის შემდეგ ეს პირველი ფრანგულ ენოვანი სიმღერაა შვეიცარიიდან (Michael von der Heide სიმღერით  “Il Pleut de L’Or” – 2010 წელი).

Gjon’s Tears (ნამდვილი სახ.  Gjon Muharremaj) მუსიკით ბავშვობიდანვე იყო გატაცებული.  9 წლის ასაკში ელვის პრესლის Can’t Help Falling in Love” მისეულმა შესრულებამ დონის ბაბუა აატირა და სწორედაც აქედან მოდის მისი სასცენო სახელი.

2011 წელს ბაბუას თხოვნით, დონმა მონაწილება მიიღო ალბანურ “ნიჭიერში” სადაც 12 წლის ასაკში მე-3 ადგილი დაიკავა.

 

როგორ ფიქრობთ შეძლებს დონი გაამჯობესოს შვეციარიის გასული წლის შედეგი?

უპასუხე