ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

ედენ ალენე ევროვიზიაზე ისრაელს “Feker Libi”-ით წარადგენს

ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის KAN-ის მიერ ორგანიზებულ შოუ “‘The Next Song For Eurovision”-ში ედენ ალენემ 4 კანდიდატი სიმღერა იმღერა და მათ შორის 282 ქულით დორონ მედალიესა და იდან რაიხელის მიერ შექმნილმა “Feker Libi”-მ გაიმარჯვა. გასული წლი მასპინძელი ისრაელი ევროვიზიის სცენაზე 12 მაისს, პირველი ნახევარ ფინალის მეორე ნაწილში გამოვა.

გასულ თვეში ისრაელის შიდა შესარჩევ კონკურსში ‘The Next Star’ ედენ ალენემ გაიმარჯვა და სწორედ მას ერგო ევროვიზიი საგზური. 19 წლის მომღერალი დაიბადა და გაიზარდა იერუსალმში, თუმცა მისი მშობლები წარმოშობით ეთიოპიიდან არიან.

უპასუხე