ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

ყიფო ევროვიზიაზე სიმღერით “Take me as I am” წარსდგება

საზოგადოებრივი მაუწყებლის შოუს “საქართველოს ვარსკვლავის” გამარჯვებული თორნიკე ყიფიანი საქართველოს 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურზე საკუთარი სიმღერით წარსდგება, რომელსაც “Take me as I am” ჰქვია და რომლის პრემირაც დღეს შედგა.

ევროვიზიის სცენაზე ყიფოსთან ერთად მარიკო ლეჟავა და მარიამ შენგელია იქნებიან, ხოლო სიმღერის არანჟირებას ალეკო ბერძენიშვილი უწევს.

თორნიკეს დიდი სურვილი იყო “საქართველოს ვარსკლავში” გამარჯვების შემთხვევაში ევროვიზიაზე საკუთარი სიმღერა შეესრულებინა და რიგით 65-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ამ ოცნებასაც აისრულებს.

როგორც ცნობილი გახდა სიმღერა “Take me as I am” (მიმიღე ისეთი როგორიც ვარ) სხვადასხვა ჟანრის ერთობლიობაა, ელექტრონული და კლასიკური მუსიკის ნაზავს თან ართავს ტექსტი, რომელშიც როკისთვის დამახასიათებელი პროტესტი და სენტიმეტები სხვადახვა ენაზე ისმის. მისი თქმით სიმღერა ადამიანებსა და სხვადასხვა ერებს შორის სიყვარულზეა…სიყვარულზე ზედმეტი მოთხოვნების გარეშე.

ფოტო: GPB

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სასცენო დადგმაზე შვედი რეჟისორი ემილია სინდქვისტი ​იმუშავებს.

სინდქვისტი ცნობილი რეჟისორი და ქორეოგრაფია. ის ასევე არის შვედეთში ყველაზე პრესტიჟული კონკურსებისა და ფესტივალების ორგანიზატორი, არაერთი მუსიკალური ტურნეს სცენოგრაფი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

სინდქვისტმა იმუშავა შვედურ Pop Idol-ზე, ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, შვედეთის ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსსა და Melodifestivalen-ზე. იგი გახლავთ წლევანდელი შვედური გრემის რეჟისორი.

ემილია არის საშა ჟან ბაპტისტის შემოქმედებითი ჯგუფის წევრი. სწორედ საშა ჟან ბაპტისტმა იმუშავა ევროვიზიის ქართველი მონაწილეების, ნინა სუბლატის, თამარა გაჩეჩილაძისა და ნიკა კოჩაროვის&Young Georgian Lolitaz-ის სასცენო სცენოგრაფიებზე. აღნიშნული ჯგუფი მუშაობდა ისეთი ცნობილი მომღერლების მუსიკალური ტურნეების ქორეოგრაფიაზე, როგორებიც არიან: ზარა ლარსონი, ერიკ საადე, ალკაზარი.

საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის რიგითი ნომერი ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარ ფინალის მეორე ნაწილში 10-დან 18-ის შუალედში იქნება და ის მაყურებლის წინაშე 14 მაისს წარსდგება.

მონაწილე ქვეყნების ზუსტი რიგითობა კი მოგვიანებთ გახდება ცნობილი და მას ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პროდიუსერები გადაწყვეტენ.

რიგით 65-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში 12, 14 და 16 მაისს გაიმართება.

წყარო: საზ. მაუწყებელი

 

როგორ ფიქრობთ შეძლებს საქართველო წელს ფინალში მოხვედრას და თუნდაც გამარჯვებას ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე?

 

უპასუხე