ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

სერბეთს ევროვიზიაზე Hurricane წარადგენს

ფოტო: Hurricane official site

Beovizija-ზე გამარჯვების მოპოვების შემდეგ Hurricane-მა ევროვიზიის საგზური მოიპოვა და სწორედ ის წარადგენს სერბეთს როტერდამში სიმღერით “Hasta La Vista”.

Hurricane-ის წევრები სანია ვუჩიჩი, ქსენია კნეჟევიჩი და ივანა ნიკოლიჩი არიან. ჯგუფი 2017 წელს ჩამოყალიბდა და სერბეთში საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს.

სანია ვუჩიჩი ცნობლი მომღერალია და სწორედ მან წარადგინა 2016 წელს სტოქჰოლმში გამართულ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე სერბეთი და ფინალშიც მოხვდა.

წარმოშობით მონტეგროელ ქსენია კნეჟევიჩსაც აქვს ევროვიზიის გამოცდილება. ის 2015 წელს თავისი მამის, ევროვიზიაზე მონტენეგროს წარმომადგენელ კნეზის ბექვოკალი იყო.

ივანა ნიკოლიჩი კი პროფესიონალი მოცკევავე და მრავალ გზის ჩემპიონია. მუსიკალური კარიერა კი 2016 წელს დაიწყო.

უპასუხე