ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

როქსენი ევროვიზაზე რუმინეთს სიმღერით “Alcohol You” წარადგენს

როქსენი 20 წლის რუმინელი მომღერალია, რომელიც რუმინეთის მაუწყებელმა TVR-მა 2020 წლის ევროვოზიის სიმღერის კონკურსზე ქვეყნის წარმომადგენლად შეარჩია Global Records-თან ერთად.

როქსენი ბავშვობიდან გატაცებული იყო მუსიკით. სიმღერა 7 წლის ასაკში დაიწყო და მას შემდეგ უამრავი მუსიკალური კონკურისს გამარჯვებული გახდა. ის მესამე ყველაზე ხშირად მოსმენადი არტისტია რუმინულ რადიო ჩარტებში და ცნობილია ასევე მისი ორი სიმღერა: You Don’t Love Me (რომელსაც იუთუბზე 8 მილიონზე მეტი ნახვა აქვს) და Ce-ti Canta Dragostea (9 მილიონი ნახვა).

უპასუხე