ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

Eesti Laul-ის გამარჯვებული უკუ სუვისტე გახდა

ფოტო: ERR

ევროვიზიის ესტონური შიდა შესარჩევი კონკურსის Eesti Laul-ის გამარჯვებული უკუ სუვისტე (Uku Suviste) გახდა და სწორედ ის წარსდგება როტერდამში, ევროვიზიის სცენაზე სიმღერით “What Love Is”.

ევროვიზიის საგზურის მოსაპოვებლად კი 12 არტისტი ეჯიბრებოდა ერთმანეთს:

  1. Inger – Only Dream
  2. Rasmus Rändvee – Young
  3. Stefan – By My Side
  4. Synne Valtri feat. Väliharf – Majakad
  5. Uudo Sepp – I’m Sorry. I Messed Up
  6. Uku Suviste – What Love Is (winner)
  7. Shira – Out in Space
  8. Anett x Fredi – Write About Me
  9. Jaagup Tuisk – Beautiful Lie
  10. Traffic – Üks kord veel
  11. Egert Milder – Georgia (On My Mind)
  12. Laura – Break Me

37 წლის უკუ ესტონეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალია, რომელსაც უმარავ მუსიკალურ ფესტივალში აქვს მონაწილეობა მიღებული. არტისტმა ბედი 2017 წლის შესარჩევ კონკურსშიც სცადა მონაწილეობა სიმღერით Supernatural და მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო 2019 წელს სიმღერით Pretty Little Liar.

თქვენ რას ფიქრობთ ესტონეთის შანსებზე წლევანდელ ევროვიზიის კონკურსზე? მოგვწერეთ კომენტარებში.

უპასუხე