ევროვიზიის სიახლეები
ორგანიზაცია

უკრაინა კვლავ ევროვიზიის მიღმა რჩება?!

უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილებით UA:PBC ყველა ანგარიშს ყადაღა დაედო და თანხა გაიყინა.  საქმე ეხება ევრონიუსის მიმართ დავალიანებას, რომელიც 10.591.224,48 ევროსა და 73,080 ჰრივნიას შეადგენს.

ფოტო: UA:PBC

როგორც უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელში განაცხადეს თანხების დაბლოკვის შემდეგ შეუძლებელი იქნება 2020 წლის ევროვიზიაში მონაწილეობა და 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ტრანსლირება.

ასევე ცნობილი ხდება,  რომ ევროპის მაუწყებელთა კავშირი აღნიშნულის შესახებ საქმის კურსშია.

უპასუხე