აზერბაიჯანის სახელით ევროვიზიაზე სამირა ეფენდი იმღერებს

აზერბაიჯანის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა Ictimai-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ქვეყნის სახელით მონაწილეობას სამირა ეფენდი მიიღებს. კონკურსანტის შესახებ გადაწყვეტილება შიდა შერჩევის წესით იქნა მიღებული.
მომღერალი 5 კანდიდატს შორის შეარჩიეს რომელთა შორის იყვნენ ლამან დადაშევა, ელვინ ნოვრუზოვი, იაბრაილ რასულოვი და რიად აბდულოვი.
28 წლის სამირა ცნობლი გახდა მუსიკალური გადაცემებდან Yeni ulduz, Böyük Səhnə (მე-3 ადგილი) და The Voice of Azerbaijan (მე-3 ადგილი). 2017 წელს კი მონაწილება მიიღო ყაზახეთში გამართულ კონკურს Silk Way Star-ზე სადაც ასევე მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო 2019 წელს კი აზერბაიჯანის სახელით მონაწილეობა მიიღო ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში გამართულ კონკურს Voice of Nur-Sultan-ში.
აზერბაიჯანის საზოგადოებრივი მაუწყებელი საკონკურსო სიმღერას მარტის პირველ კვირაში წარადგენს.
სამირა ეფენდი ევროვიზიის სცენაზე 12 მაისს, პირველი ნახევარ ფინალის მეორე ნაწილში წარსგება მაყურებლის წინაშე.
რიგით 65-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში 12, 14 და 16 მაისს გაიმართება.