ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

გერმანიას ბენ დოლიჩი წარადგენს სიმღერით “Violent Thing”

გერმანული საზოგადოებრივი მაუწყებლის NDR-ის მიერ ორგანიზებულ ორ ეტაპიანი შიდა შესარჩევი კონკურსის გამარჯვებული სლოვენიური წარმოშობის ბენიამინ დოლიჩი (Benjamin Dolič) გახდა. 

ბენ დოლიჩი 100 კაციანი ევროვიზიის ჟიურის მიერ შეირჩა. ჟიური კი 80 გერმანელი და 20 საერთაშორისო მუსიკალური ექსპერტით იყო დაკომპლექტებული.

ფოტო: NDR

სიმღერის ავტორი ბორის მილანოვი გახლავთ ხოლო სთეიჯინგი ჯასტინ ტიმბერლეიქის ქორეგრაფის – მარტინ კუდელკას მიერ არის დადგმული. ბორის მილანოვი კი 2017 წლის ევროვიზიის ქართველი მონაწილის თამარა მილანოვას (გაჩეჩილაძე) მეუღლეა.

ბენი სცენაზე 16 ივნისს პირდაპირ გრანდიოზულ ფინალზე წარსდგება მაყურებლის წინაშე.

უპასუხე