ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

გაერთიანებულ სამეფოს ევროვიზიაზე ჯეიმს ნიუმენი წარადგენს სიმღერით “My Last Breath”

ფოტო: BMG/Victor Frankowski

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდ. ირლანდიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა BBC-იმ 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მონაწილედ უამრავი პლატინის დისკის მფლობელი, BRITT Awards-ის გამარჯვებული და გრემზე ნომინირებული კომპოზიტორი ჯეიმს ნიუმენი შეარჩია (James Newman).

ჯეიმსი ევროვიზიის სცენაზე 16 მაისს ფინალურ ეტაპზე წარდგება სიმღერით ‘My Last Breath’. სიმღერის ავტორები მასთან ერთად არიან ადამ არჯილი, ედ დრუეტი და იაინ ჯეიმსი, რომელიც 2011 წლის ევროვიზიის აზერბაიჯანელი გამარჯვებულების ელისა და ნიკის სიმღერის ‘Running Scared’-ის თანაავტორია.

ჯეიმსი სამეფოს ნომერი პირველი ჰიტის “Blame”-ის თანაავტორია. ეს სიმღერა ჩარტების ლიდერი იყო ნიდერლანდებში, შვედეთში, ნორვეგიასა და მექსიკაში. ჯეიმს ნიუმენი თანამშრომბლობდა მსოფლიო დონის არტისტებთან, როგორებიცაა მისი მეგობარ Ed Sheeran და ტონი ბრექსტონი (Coping-ის თანაავტორი) და ქეშა (სიღერა Let ‘Em Talk).

ჯეიმსი ცნობილია ასევე როგორც ვოკალისტი და მისი ყველაზე წარმატებული ჰიტი Therapy 2018 წელს გამოვიდა ნიდერლანდელ DJ Armin Van Buuren-თან ერთად და ევროპის ერთი-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერა გახდა.

 

რას ფიქრობთ გაერთიანებული სამეფოს არჩევანზე?

უპასუხე