ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

ევროვიზიაზე პოლონეთის სახელით ალიცია შემპლინსკა იმღერებს

ფოტო: TVP

პოლონეთს 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ალიცია შემპლინსკა წარადგენს სიმღერით “Empires”. გუშინ საღამოს გამართულ შიდა შესარჩევ კონკურსზე ალიციამ როგორც ჟიურის ისე მაყურებლების სიმპათია დაიმსახურა და უმაღლესი 10 ქულა მიიღო. მეორე ადგილზე Lake Malawi-ს წევრი ალბერ ჩერნი გავიდა 6 ქულით, ხოლო მესამე ადგილზე კასია დერენი 2 ქულით.

17 წლის ალიცია შემპლინსკა ქალაქ ცეხანოვოდან არის და პოლონეთში პოპულარულობა The Voice of Poland 2019-ში გამარჯვების შედეგად მოიპოვა.

2019 წლის საბავშვო ევროვიზიაზე ვიკი გაბორის წარმატების შემდეგ, პოლონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა Telewizja Polska (TVP)გადაწყვიტა შიდა შესარჩევისთვის იმავე Szansa na Sukces-ის (შანსი წარმატებისთვის) ფორმატის გამოყენება 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მონაწილის შესარჩევად.

Szansa na Sukces“ პირველი პოლონური სატელევიზიო მუსიკალური შოუა. პირველად ის TVP2-ის ეთერში გადაიცემოდა 1993-2012 წლებში. რამოდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ გასულ წელს კონკურსის გამარჯვებული გასულ წელს ალექსანდრა ნიკიელი (Aleksandra Nykiel), რომელმაც 2019 წლის ივნისში პოლონეთს ოპოლის ფესტივალის ჯილდო მოუტანა.

პოლონური ფესტივალმა უამრავ ვარსკვლავს მისცა შანსი წარამტებული კარიერი დაწყების. მათ შორის არიან: იუსტინა სტეჩკოვსკა (პოლონეთი 1995); ევა ფარნა, კასია სტანკიევიჩი, გეორგინა ტარასიუკი (პოლონეთი 2003); კასია ცერეკვიცკა (პოლონეთი 2006); ანია ვიშკონი (პოლონეთი 2003); ტომეკ კაოვიეცკი, იოანა კულიგი და მათ შორის ასევე მარგარეტი (პოლონეთი 2016, Melodifestivalen 2018, Melodifestivalen 2019).

თქვენ როგორ ფიქრობთ, შეძლებს პოლონეთი საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მიღწეულ წარმატების როტერდამში გამეორებას?

უპასუხე