ევროვიზიის სიახლეები
შესარჩევი

სკანდალი უკრაინული Нацвідбір-ის ფინალში

ფოტო: TVORCHI

უკრაინის შიდა შესარჩევი კონკურსის Нацвідбір на Євробачення 2020-ის გამარჯვებული GO_A გახდა და სწორედ ის წარადგენს უკრაინას 2020 წლის ევროვიზიაზე სიმღერით “Соловей” (ბულბული).

მეორე ნახევარ ფინალის ფავორიტმა ჯგუფმა TVORCHI-მ ჟიურისგან 2 ქულა ხოლო მაყურებლებისგან სამი ქულა დაიმსახურეს და მხოლოდ მეოთხე ადგილი დაკავა.

ჟიურიმ განსაკუთრებით გააკრიტიკა გუნდის ვოკალური შესრულება ფინალურ შოუში, მაშინ როდესაც ნახევარ ფინალში ყველა აღფრთოვანებული იყო მისი ვოკალური მონაცემებით.

შოუს დასრულების შემდეგ TVORCHI-მ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება და როგორც გაირკვა მუსიკოსებს ყურსასმენებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები ჰქონდათ, ისინი უბრალოდ არ მუშაობდნენ და როდესაც ამის შესახებ საორგანიზაციო ჯგუფს მოახსენეს მათგან პასუხად მიიღეს, რომ სჯობდა ამის შესახებ არავისთვის ეთქვათ.

წაიკითხეთ TVORCHI-ის სრული განცხადება და რეპეტიციის ვიდეო სადაც ყველაფერი გამართულად მუშაობდა:

1. გვსურს ბოდიში მოგიხადოთ, რადგან ვერ ვაჩვენეთ ჩვენი საუკეთესო შედეგი. ჩვენ გულწრფელად ვწუხვართ და 10ჯერ მეტ მადლობას გიხდით თქვენი ხმებისთვის.

2. მადლობას ვუხდით STB-ს მთლიან გუნდს. ძალიან მაგრად იმუშავებს. ისინი ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, გვასწავლიდნენ და გვეხმარებოდნენ.

3. ჩვენ არ “ვიმართლებთ” თავს, უბრალოდ ჩვენ გვინდა ვიმღეროდ და თქვენ ჩვენი სიმღერა გესმოდეთ.

4. გვქონდა პრობლემა ნახევარ ფინალებშიც – ჯეფრის ყურსასმენებში ბექვოკალი საკმაოდ ხმამაღალი იყო და ჩვენ არ გვესმოდა ჩვენი ხმა. ამის შემდეგ ხმის რეჟისორებმა ბოდიში მოგვიხადეს.

5. დღეს კი მუსიკის გარეშე ვიმღერეთ. პირდაპირი მნიშვნელობით მუსიკის გარეშე. ჯეფრის ყურსასმენებში საერთოდ არ ისმოდა მუსიკა. ნომრის დასრულების შემდეგ მივედით პასუხისმგებელ პირთან, რომელთანაც შემდეგი სახის დიალოგი გაიმართ:

-თქვენ შეამოწმეთ მიკროფონები!

– დიახ. ჩვენი ხმა კარგად გვესმოდა, მაგრამ არ ისმოდა მუსიკა!

-შეუძლებელია! (და ზურგი შეგვაქცია).

და კულისებში გვითხრეს: “სჯობს ამის შესახებ არავის არაფერი უთხრათო!”

6. ძალიან გვიხარია, რომ GO_A-მ გაიმარჯვა. 100%-ით იმსახურებდა გამარჯვებას.

 

პ.ს. ეს კი ვიდეო რეპეტიციიდან.

1. Хочемо вибачитись перед вами, що не змогли показати класний результат. Нам щиро шкода і хочемо в 10раз більше подякувати за ваші голоси.⠀2. Дякуємо команді СТБ. Вони відпрацювали дуже круто. Вони нас і критикували, і навчали, і допомагали.⠀3. Ми не хочемо, щоб це виглядало як «виправдовування», але хочемо те, про що, впринципі і співаємо – хочемо бути почутими.⠀4. В нас була проблема в півфіналі – голос беквокалістів в навушниках у джефрі лунав настільки голосно, що було важко почути себе. Правда, після цього звукачі вибачились.⠀5. Сьогодні ми співали без музики. В буквальному розумінні – в навушнику Джефрі не чув музики ВЗАГАЛІ. Після виступу, коли ми підійшли людини, яка за це відповідала, відбувся наступний діалог:- Ви ж перевіряли мікрофон!- Так! Ми чули себе ідеально, але не було музики взагалі!- Це неможливо(і розміявся).⠀За сценою нам сказали: краще нікому про це не кажіть🙌🏼⠀6. Ми раді, що перемогли Go-A , це достойна пісня 100%!⠀P.S. Знайшли відео з репетиції

Gepostet von TVORCHI am Samstag, 22. Februar 2020

 

შეგახსენებთ, რომ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული შიდა შესარჩევი კონკურსი Нацвідбір на Євробачення საკმაოდ ცნობილია სკანდალებით. გასულ წელი კი  ერთ დიდ ფარსად იქცა. და შედეგად,  უკრაინას 2019 წლის ევროვიზიაში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან უკრაინის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეროვნულ შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული მომღერალი მარუვი რუსეთში დაგეგმილი ტურნეს გამო ევროვიზიის საგზურის გარეშე დატოვა.

 

ვინ იყო თქვენი ფავორიტი Нацвідбір на Євробачення 2020-ის კონკურსზე?

უპასუხე