ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

სლოვენიის წარმომადგენელი ევროვიზიაზე ანა სოკლიჩი იქნება სიმღერით “Voda”

ფოტო: RTVSLO

“EMA 2020”-ის ფინალურ შოს სლოვენიის საზოგადოებრვიმა მაუწყებელმა RTV Slovenia-მ უმასპინძლა. ფინალურ შოუში როტერდამის ბილეთის მოსაპოვებლად ერთმანეთს 12 კონკურსანტი ეჯიბრებოდა. ე.წ. “სუპერფინალის” ტურის შემდეგ, რომელშიც უკვე ორი მომღერალი ლინა კუდუზოვიჩი და ანა სოკლიჩი მოხვდა, გამარჯვება სწორედაც რომ ანამ მოიპოვა და ქვეყანას როტერდამში სწორედ ის წარადგენს სიმღერით “Voda”.

სლოვენია მაყურებლის წინაშე 12 მარტს, პირველი ნახევარ ფინალის პირველ ნაწილში წარსდგება როტერდამში.

რიგით 65-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში 12, 14 და 16 მაისს გაიმართება.

 

კომენტარებში კოგვწერეთ თუ რას ფიქრობთ სლოვენიის საკონკურსო სიმღერაზე!

 

უპასუხე