ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

უკრაინას ევროვიზიაზე Go_A წარადგენს სიმღერით “Соловей”

უკრაინის შიდა შესარჩევი კონკურსის Нацвідбір на Євробачення 2020-ის გამარჯვებული GO_A გახდა და სწორედ ის წარადგენს უკრაინას 2020 წლის ევროვიზიაზე სიმღერით “Соловей” (ბულბული).

GO_A ერთამეთში აერთიანებს უკრაინულ ტრადიციულ ვოკლას, თანამედროვე ცეკვის ელემენტებს, აფრიკულ დრამებსა და ძლიერ გიტარას. ჯგუფს უამრავ პოპულარულ მუსიკალურ ფესტივალებში აქვს მონაწილეობა მიღებული (კოკტებელ ჯაზ ფესტივალი, The Country of Dreams (ოცნების ქვეყანა), გოგოლფესტი) და უკრაინული მუსიკის პოპულარიზაციას ახდენს ისრაელში, პოლონეთსა და ბელარუსში.

ჯგუფმა GO_A უმაღლესი 6-6 ქულა დაიმსახურა, როგორც მაყურებლებისგან ასევე ჟიურისგან.

ფოტო: UA:PBC

წლევანდელი відбір-ის ჟიური სამი წევრისგან შედგებოდა: ანდრიი დანილკო (ვერკა სერდუჩკა), თინა კაროლი და ვიტალი დროზდოვი. ჟიურისთან ერთად შედეგების 50% მაყურებლების ხმებით გადაწყდა.

Нацвідбір на Євробачення 2020-ის ფინალურ შოუს ინტერვალებში სცენაზე წარსდგა ვერკა სერდუჩკა, თინა კაროლი და 2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული – ჯამალა.

2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე უკრაინა 12 მაისს პირველი ნახევარ ფინალის მეორე ნაწილში წარსდგება როტერდამის აჰოის არენაზე.

რიგით 65-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში 12, 14 და 16 მაისს გაიმართება.

 

თქვენ რას ფიქრობთ, აქვს უკრაინას ევროვიზიაზე მესამედ გამარჯვების შანსი?

უპასუხე