ევროვიზიის სიახლეები
შესარჩევი

ევროვიზია უქმეებზე – უკრაინისა და სლოვენიის ფინალი,პორტუგალიის და შვედეთის ნახევარ ფინალები

დღეს უკრაინა და სლოვენია გადაწყვეტს თუ ვინ წარადგენს მათ 2020 წლის ევროვიზიის სიღმღერის კონკურსზე, ხოლო შვედეთი და პორტუგალია საბოლოო გადაწყვეტილებას ერთი ნაბიჯით დაუახლოვდებიან.

🇺🇦 უკრაინა – Нацвідбір на Євробачення

შოუ: Нацвідбір на Євробачення – ფინალი
დასაწყისი: 21:00 საათზე
სად ვუყუროთ: იუთუბის ლაივსტრიმზე

Vidbir-ის ჟიური შედგება სამი წევრისგან, ესენაია: ანდრიი დანილკო (ვერკა სერდუჩკა), თინა კაროლი და ვიტალი დროზდოვი. ჟიურისთან ერთად შედეგების 50% მაყურებლების ხმებით გადაწყდება. კონცერტზე ასევე იმღერებს 2016 წლის ევროვიზიის გამარჯვებული – ჯამალა. კონკურსანტების რიგითობა კი ასეთია:

  1. Krutь – “99”
  2. Jerry Heil – “Vegan”
  3. Go_A – “Solovey”
  4. David Axelrod – “Horizon”
  5. Khayat – “Call for Love”
  6. Tvorchi – “Bonfire”

🇸🇪 შვედეთი – Melodifestivalen

შოუ: Melodifestivalen – მეოთხე ტური
დასაწყისი: 23:00 საათზე
სად ვუყუროთ: პირდაპირი ეთერის ბმული

დღევანდელ ტურს 2013 წლის ევროვიზიის მასპინძელი ქალაქი მალმე უმასპინძლებს. კონკურსანტებს შორის კი არის 2019 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ესტონეთის წარმოამდგენელი ვიქტორ კრონი. 7 მონაწილედან 2 ფინალურ ეტაპზე, ხოლო 2 კონკურსანტი მეორე შანსის ტურში გადავა. მეოთხე ნახევარ ფინალის კონკურსანტების სრული სია კი ასე გამოიყურება:

  1. Frida Öhrn – “We Are One”
  2. William Stridh – “Molnljus”
  3. Nanne Grönvall – “Carpool Karaoke”
  4. Victor Crone – “Troubled Waters”
  5. Ellen Benediktson & Simon Peyron – “Surface”
  6. Jakob Karlberg – “Om du tror att jag saknar dig”
  7. Hanna Ferm – “Brave”

🇸🇮 სლოვენია – EMA

შოუ: EMA 2020 – ფინალი
დასაწყისი: 23:00 საათზე
სად ვუყუროთ: პირდაპირი ეთერის ბმული

დღეს ასევე გადაწყდება ვინ წარდგება სლოვენიის სახელით ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე. კონკურსანტების რიგითობა კი ასეთია:

  1. Simon Vadnjal – “Nisi sam”
  2. Saška – “Še kar lovim tvoj nasmeh”
  3. Gaja Prestor – “Verjamem vase”
  4. Ana Soklič – “Voda”
  5. INMATE – “The Salt”
  6. Manca Berlec – “Večnost”
  7. Tinkara Kovač – “Forever”
  8. Božidar Wolfand – Wolf – “Maybe Someday”
  9. Parvani Violet – “Cupid”
  10. Klara Jazbec – “Stop the World”
  11. Imset – “Femme Fatale”
  12. Lina Kuduzović – “Man Luke U”

🇵🇹 პორტუგალია – Festival da Canção

შოუ: Festival da Canção – პირველი ნახევარ ფინალი
დასაწყისი: 00:45 საათზე
სად ვუყუროთ: პირდაპირი ეთერის ბმული

ევროვიზიის გულშემატკივრებს საკმაოდ გრძელი საღამო გელოდებათ და შეიძლება შემოგათენდეთ კიდეც. პორტუგალიის ნახევარ ფინალი დღევანდელი შოუებიდან ყველაზე ბოლოს, თბილისის დროის 00:45 საათზე დაიწყდება. დღევანდელი რვა კონკურსანტიდან, მხოლოდ ოთხი მათგანი გადავა ფინალურ ეტაპზე. კონკურსანტების სია კი ასე გამოიყურება:

  1. MEERA – “Copo de Gin”
  2. Filipe Sambado – “Gerbera Amarela do Sul”
  3. Ian Mucznik – “O Dia de Amanhã”
  4. Bárbara Tinoco – “Passe-Partout”
  5. Blasted Mechanism – “Rebellion”
  6. Elisa – “Medo de Sentir”
  7. JJaZZ – “Agora”
  8. Throes + The Shine – “Movimento”

 

კომენტარებში მოგვწერეთ თქვენი აზრი, რომელი შიდა შესარჩევი კონკურსი გაინტერესებთ ყველაზე მეტად და გყავთ თუ არა ფავორიტები?

 

უპასუხე