ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

საფრანგეთის სიმღერის პრემიერა ეიფელის კოშკზე გაიმართება

გასული წლის მსგავსად, 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საფრანგეთმა თავისი წარმომადგენელი შიდა შერჩევის წესით აარჩია და გასულ თვეში ცნობილი გახდა, რომ ქვეყანას ევროვიზიაზე 30 წლის მომღერალი, მსახიობი და კომიკოსი ტომ ლეები წარადგენდა, ხოლო დღეს საკონკურსო სიმღერის პრემიერა გაიმართება.

ფოტო: Julien Carbuccia

როგორც ცნობლი გახდა “ასობით” სიმღერიდან ფრანგულმა გუნდმა Thomas G:Son, Peter Boström (“Euphoria”-ს ავტორები), and John Lundvik (შვედეთი 2019) მიერ შექმნილი სიმღერა აარჩიეს, რომლის პრემიერაც დღეს ეიფელის კოშკზე შედგება.

პირდაპირ ეთერი თბილისის დროით 23.50 საათზე დაიწყება და პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ უყუროთ TV5 MOnde, ფეიბუქზე, ინსტაგრამსა და France Télévisions-ს ვებ გვერდზე.

უპასუხე