ევროვიზიის სიახლეები
შესარჩევი

Нацвідбір на Євробачення 2020-ის ფინალისტების ვინაობა ცნობილია

ფოტო: UA:PBC

უკრაინის ევროვიზიის შიდა შესარჩევი კონკურსი Нацвідбір на Євробачення ევროპის მასშტაბით ევროვზიის გულშემატკივრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუა.

წლევანდელი відбір-ის ჟიური სამი წევრისგან შედგება: ანდრიი დანილკო (ვერკა სერდუჩკა), თინა კაროლი და ვიტალი დროზდოვი. ჟიურისთან ერთად შედეგების 50% მაყურებლების ხმებით გადაწყდება.

ფოტო: UA:PBC

კონკურსი ორი ნახევარ ფინალისა და ფინალური შოუსგან შედგება და თითოეული ნახევარ ფინალიდან ფინალშ სამი კონკურსანტი გადავიდა. თითოეულ ნახევარ ფინალში კი 8 კონკურსანტი მონაწილეობდა.

პირველი ნახევარ ფინალის გამარჯვებულები და შესაბამისად ფინალის საგზურის მფლობელები გახდნენ:

 

KRUTЬ (16 ქულა)

 

GO-A (13 ქულა)

 

JERRY HEIL (13 ქულა)

 

15 თებერვალს გამართული მეორე ნახევარ ფინალის ტრიუფატორები კი არიან:

 

TVORCHI (16 ქულა)

 

KHAYAT (14 ქულა)

 

David Axelrod (11 ქულა)

Нацвідбір на Євробачення 2020-ის ფინალი 22 თებერვალს გამიმართება და გამარჯვებული უკრაინას წარადგენს 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის ფესტივალზე როტერდამში. უკრაინა ევროვიზის სცენაზე 12მაისს პირველი ნახევარ ფინალის მეორე ნაწილში წარსდგება.

უკრაინას 2019 წლის ევროვიზიაში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან უკრაინის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეროვნულ შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული მომღერალი მარუვი რუსეთში დაგეგმილი ტურნეს გამო ევროვიზიის საგზურის გარეშე დატოვა.

უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის UA:PBC და STB მიერ გამოქვეყნებული ახალი წესის თანახმად, ევროვიზიის ეროვნულ შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ იმ შემსრულებელსა ან ჯგუფს, რომელსაც რუსეთში 2014 წლიდან კონცერტში მონაწილეობა არ მიუღია და არ გეგმავს მას ევროვიზიის ფინალამდე. ასევე მონაწილე არ უნდა იყოს ნამყოფი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში უკრაინის კანონმდებლობის დარღვევით.

 

ადევნებთ თვალყურს Нацвідбір на Євробачення 2020? რომელი კონკურსანტია თქვენი ფავორიტი?

უპასუხე