ნორვეგიას Ulrikke წარადგენს სიმღერით “Attention!”

ფოტო: Stijn Smulders
‘Melodi Grand Prix’-ის გრანდიოზულ ფინალს, რომელსაც ნორვეგიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა NRK-მ უმასპინძლა თავი მოუყარა მომღერლებს ნორვეგიის სხვადასხვა რეგიონებიდან. მაყურებელთა გადაწყვეტლებით შიდა შესარჩევი კონკურსის გამარჯვებული და ევროვიზიის საგზურის მფლობელი Ulrikke გახდა და 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის სცენაზე ის სიმღერა “Attention!”-ს შეასრულებს.
24 წლის ულრიკე ბრანდსტორფი ნორვეგიაში საკმაოდ ცნობილი 2018 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო შოუ Stjernekamp-ის წყალობით გახდა, სადაც მეორე ადგილი დაიკავა.
ულრიკე ევროვიზიის სცენაზე 12 მაისს, პირველი ნახევარ ფინალის მეორე ნაწილში გამოვა.
რას ფიქრობთ ულრიკეს შანსებზე 2020 წლის ევროვიზიის კონკურსზე?