ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

The Roop – ევროვიზიაზე ლიეტუვას წარმომადგენელი

2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ლიეტუვას “Pabandom iš naujo!”-ის გამარჯვებული The Roop წარადგენს, სიმღერით “On Fire”.

გამარჯვებული მაყურებლებისა და პროფესიონალი ჟიურის გადაწყვეტილებით გამოვლინდა და შიდა შესარჩევი კონკურსის ფინალი გადაიცემოდა და მას ვილნიუსის ნაცვლად ლიეტუვის სიდიდით მეორე ქალაქი კაუნასი და ლიეტუვის ყველაზე დიდი ჟალგირისის არენა მასპინძლობდა. ფინალისტების სია კი ასე გამოიყურებოდა:

  1. Aistė Pilvelytė – “Unbreakable”
  2. Rūta Loop – “We Came From The Sun”
  3. KaYra – “Alligator”
  4. Monika Marija – “If I Leave”
  5. Meandi – “DRIP”
  6. THE ROOP – “On Fire”
  7. The Backs – “Fully”
  8. Moniqué – “Make Me Human”

ქვეყანა 2020 წელს უკვე 21-ჯერ მიიღებს მონაწილეობას ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე. საუკეთესო შედეგი კი ამ დროისათვის LT United-ს ეკუთვნის სიმღერით We are the Winners, როდესაც მე-6 ადგილი დაიკავეს 2006 წელს გამართულ ევროფესტივალზე.

ფოტო: LRT

 

ლიეტუვა მონაწილეობას 12 მაისს პირველი ნახევარ ფინალის პირველ ნაწილში მიიღებს მონაწილეობას.

რიგით 65-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსი კი 2020 წელს როტერდამში 12,14 და 16 მაისს გაიმართება.

 

როგორ ფიქრობთ შეძლებს ლიეუტვა წელს თავისი საუკეთესო შედეგის გაუმჯობესებას და ტოპ 5-ში მოხვედრას?

1 კომენტარი

  1. უკვე მერამდენჯერ მოვუსმინე ლიეტუვას <3 გაიმარჯვებენ წელს აუცილებლად აი ნახეთ

უპასუხე