ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

სომხეთს ევროვიზიაზე ათენა მანუკიანი წარადგენს

სომხეთის შიდა შესარჩევ კონკურს “დეპი ევრატესილ”-ის გამარჯვებული ათენა მანუკიანი გახდა და სწორედაც, რომ ის წარადგენს ჩვენს მეზობელ ქვეყანას 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე სიმღერით “Chains On You”.

დღევანდელი შოუს ფინალში მონაწილება 12 მომღერალმა მიიღო. გამარჯვებულისაერთაშორისო ჟიურის 33%), სომხური ჟიურისა (33%)და მაყურებელთა ხმების (33%) დაჯამების შედეგად გამოვლინდა, თუმცა დარჩენილ 1%-ს რა მოუვიდა ჯერ ცნობილი არ არის :დდდ

თქვენ რას ფიქრობთ სომხეთის არჩევანზე? მოგვწერეთ კომენტარებში.

უპასუხე