Eesti Laul 2020: საქართველოზე სიმღერა ფინალშია
ესტონეთის მიერ 2020 წლის ევროვიზიაზე წარსადგენ სიმღერებს შორის ერთ-ერთი სიმღერა საქართველოს ეძღვნება. ეგერთ მილდერი სიმღერით “Georgia” შესარჩევი კონკურს “Eesti Laul”-ის პირველ ნახევარ ფინალში წარსდგა და 6 ფინალისტს შორის მოხვდა.
ეგერთმა მაყურებლების სიმპათიასთან ერთად, პროფესიონალი ჟიურის გულიც მოიგო და პირველი ნახევერ ფინალის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. გამარჯვების შემთხვევაში როტერდამში ესტონეთის სახელით საქართველოს უმღერებს 🇪🇪❤️🇬🇪
პირველი ნახევარ ფინალის ტრიუმფატორები არიან:
1. Egert Milder – Georgia (On My Mind)
2. Rasmus Rändvee – Young
3. Anett Kulbin & Fredi – Write about me
4. Synne Valtri & Väliharf – Majakad
5. Stefan – By My Side
6. Laura Põldvere – Break Me
Eesti Laul 2020-ის მეორე ნახევარ ფინალი 15 თებერვალს გაიმართება და 6 ფინალისტს კიდევ 6 კონკურსანტი დაემატება. ხოლო გრანდიოზული ფინალი 29 თებერვალს გაიმართება და გამარჯვებული ესტონეთს 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს.
როგორ ფიქრობთ, შეძლებს კი ეგერთ მილდერი საქართველოზე სიმღერით Eesti Laul 2020-ზე გამარჯვებას და ევროვიზიის საგზურის მოპოვებას?