ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

რუმინეთს ევროვიზიაზე როქსენი წარადგენს

ფოტო: TVR

როქსენი 20 წლის რუმინელი მომღერალია, რომელიც რუმინეთის მაუწყებელმა TVR-მა 2020 წლის ევროვოზიის სიმღერის კონკურსზე ქვეყნის წარმომადგენლად შეარჩია Global Records-თან ერთად.

როქსენი ბავშვობიდან გატაცებული იყო მუსიკით. სიმღერა 7 წლის ასაკში დაიწყო და მას შემდეგ უამრავი მუსიკალური კონკურისს გამარჯვებული გახდა. ის მესამე ყველაზე ხშირად მოსმენადი არტისტია რუმინულ რადიო ჩარტებში და ცნობილია ასევე მისი ორი სიმღერა: You Don’t Love Me (რომელსაც იუთუბზე 8 მილიონზე მეტი ნახვა აქვს) და Ce-ti Canta Dragostea (9 მილიონი ნახვა).

ფოტო: TVR

რუმინეთის შიდა შესარჩევი კონკურსის ფინალური სატელევიზიო შოუ 1 მარტს შედგება, სადაც როქსენი 5 სიმღერას შეასრულებს, რომელთაგან რუმინელი მაყურებელი და პროფესიონალი ჟიური ერთ საკონკურსო სიმღერას შეარჩევს და სწორედაც, რომ გამარჯვებული სიმღერით წარსდგება მომღერალი ევროვიზიის სცენაზე როტერდამში 12 მაისს, პირველი ნახევარ ფინალის მეორე ნაწილში.

უპასუხე