ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

ევროვიზიაზე მალტის სახელით დესტინი ჩუკუნიერე წარსდგება

ფოტო: Albert Camilleri

გუშინ საღამოს გამართულ მალტის “X ფაქტორის” ფინალური შოუს გამარჯვებული დესტინი ჩუკუნიერე გახდა. 2019 წლის მსგავსად, კონკურსის სწორედაც, რომ ამ კონკურსის გამარჯვებული წარადგენს მალტას 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე.

ახალგაზრდა მალტელი მომღერლისათვის, რომელიც ბირკირკარადან არის, ევროვიზიის სიმღერის კონკურსის სულაც არ არის უცხო. 2015 წელს სწორედ დესტინიმ წარადგინა მალტა საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე და გაიმარჯვა კიდეც სიმღერით Not My Soul. ეს მალიტს მეორე გამარჯვება იყო სამი წლის შუალედში.

დესტინი ასევე იყო ბრიტანეთის ნიჭიერის (Britain’s Got Talent) მონაწილე და კონკურსი ნახევარ ფინალში მეექვსე ადგილით დაასრულა .

 

მალტის საკონკურსო სიმღერა მოვიანებით გახდება ცნობილი. დესტინი კი ევროვიზიის სცენაზე 12 მაისს, პირველი ნახევარ ფინალის მეორე ნაწილში წარსდგება.

უპასუხე