ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

ევროვიზიაზე ლატვიას სამანტა ტინა წარადგენს

დღეს ლატვიის შიდა შესარჩევ კონკურს “სუპერნოვა”-ს ფინალი გაიმართა და მაყურებელთა გადაწყვეტილებით გამარჯვებული სამანტა ტინა გახდა სიმღრით “Still Breathing” და სწორედ ის წარადგენს ქვეყანას ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე.

სამანტა წარმოშობით ლატვიის პატარა ქალაქ ტუკუმსიდან არის. 2020 წლის “სუპერნოვა” და ევროვიზიის შესარჩევი კონკურსი მისთვის რიგით მექვსე იყო და სწორედაც წელს მოახერხა კონკურსის ტრიუმფით დაგვირგვინება.

 

საკონკურსო სიმღერის ავტორი მასთან ერთად არის ამინატა სავადოგო (ლატვიის წარმომადგენელი 2015 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე.

საერთო ჯამში, ლატვიის წლევანდელ შიდა შესარჩევ კონკურსზე 126 სიმღერა იყო წარმოდგენილი, რომელთაგან ფინალური შოუსთვის მხოლოდ 9 სიმღერა იქნა შერჩეული.

ლატვია საქართველოს მსგავსად 14 მაისს მეორე ნახევარ ფინალის მეორე ნაწილში წარსდგება მაყურებლის წინაშე როტერდამში აჰოი არენაზე.

 

თქვენი აზრით, შეძლებს ლატვია ორ წლიანი წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ წელს ფინალში მოხვედრას?

უპასუხე