ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

ისრაელის წარმომადგენელი როტერდამში ედენ ალენე იქნება

გასული წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მასპინძელ ისრაელის შიდა შესარჩევ კონკურსში ‘The Next Star’ ედენ ალენემ გაიმარჯვა, და შესაბამისად ის წარადგენს ისრაელს 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე როტერდამში.

19 წლის ედენი დაიბადა და გაიზარდა იერუსალმში, თუმცა მისი მშობლები წარმოშობით ეთიოპიიდან არიან.

‘The Next Star’-ის ფინალურ ეტაპზე ოთხი მომღერალი მონაწილეობდა: ედენ ალენე, ელალე ლაჰავი, გაია შაკი და ორ ამრამ ბროქმანი.

ამ თვის განმავლობაში ისრაელის მაუწყებლის ეთერით ოთხი პოტენციური საკონკურსო სიმღერა გაჟღერდება, ხოლო 3 მარტს გამარჯებულს პროფესიონალურ ჟიურისთან ერთად მაყურებელი გადაწყვეტს და სწორედაც, რომ გამარჯვებული სიმღერით წარსდგება ედენი როტერდამში აჰოი არენას სცენაზე ისრაელის სახელით.

უპასუხე