ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

ევროვიზიაზე საბერძნეთს სტეფანია წარადგენს სიმღერით “SUPERG!RL”

ფოტო: Chantal Antonides – Picture Perfect Amsterdam

ბერძნულმა მაუწყებელმა ERT ქვეყნის წარმომადგენლად ბერძნული წარმოშობის ჰოლანდიელი მომღერალი სტეფანია ლიბერკაკისი აირჩია, რომელიც ელადას ევროვიზიის სცენაზე სიმღერით “SUPERG!RL” წარადგენს. 

სტეფანიამ 2016 წელს ნიდერლანდების სამეფო წარადგინა საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, სადაც ის გოგონათა ჯგუფ Kisses-ში მღეროდა.

ERT-ის გადაწყვეტილებთ 17 წლის მოღერალს საკმაოდ გამოცდილი გუნდი დაეხმარება, როგორებიცაა ცნობილი “ევროვიზიელი” კომპოზიტორი და პროდიუსერი დიმიტრის კონტოპულოსი, რომელმაც Arcade გუნდთან ერთად შექმნა “SUPERG!RL”.

კონტოპულოსი თავის კარიერაში ითვლის ბელარუსის 2007 წლის სიმღერას “Work Your Magic”, ის ასევე Sharon Vaughn-თან  ერთად არის გასული წლის რუსეთი წარმომადგენლის, სერგეი ლაზარევის სიმღერის Scream-ის ტექსტის ავტორი.

დიმიტრისთან ერთად სიმღერაზე მუშაობს ფოკას ევანგელინოსი, რომელმაც დადგა სასცენო ნომერი 2004 წელს საკის რუვასისათვის და ორი გამარჯვებული ნომრისათვის: ჰელენა პაპარიზუსა (My Number One) დიმა ბილანისათვის (Believe).

 

თქვენ რას ფიქრობთ საბერძნეთის ამ გადაწყვეტილებაზე? მოგვწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში!

უპასუხე