ევროვიზიის სიახლეები
მონაწილეები

ჩეხეთს როტერდამში ბენი ქრისტო წარადგენს

ფოტო: Česká Televize

ჩეხეთის შიდა შესარჩევი კონკურსის გამარჯებული ბენი ქრისტო გახდა და 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე სწორედ ის ააფრიალებს ჩეხეთის დროშას სიმღერით “KEMAMA”.

გამარჯვებულის გამოსავლენად ხმის მიცემა მაყურებელს შეეძლო ევროვიზიის ოფიციალური აპლიკაციის საშუალებით, ხოლო საერთაშორისო ჟიური ევროვიზიის სიმღერის კონკურსის სხვდასხვა წლის მონაწილეებით იყო დაკომპლექტებული:

  • იზაია (ავსტრალია 2017)
  • კატერინ დუსკა (საბერძნეთი 2019)
  • კასია მოსი (პოლონეთი 2017)
  • KEiiNO (ნორვეგია 2019)
  • ქრისტიან კოსტოვი (ბულგარეთი 2017)
  • მიქელა (მალტა 2019)
  • მიკი (ესპანეთი 2019)
  • სებასტიან რეიმანი (ფინეთი 2019)
  • სტიგ რაასტა (ესტონეთი 2015)
  • ზალა კრალი და გაშპერ შანტლი (სლოვენია 2019)

კონკურსის განმავლობაში კონკურსანტებმა დაახლოებით 35 ათასი ინდივიდუალური ხმა მიიღეს, რაც 10 ათასით მეტია გასულ წელს. საერთო ჟამში ბენი ქრისტომ 22 ქულა მიიღო (12 ქულა მაყურებლიდან და 10 ქულა საერთაშორისო ჟიურიდან). მეორე ადგილი ელის Elis Mraz & Čis T-მ დაიკავეს, ხოლო მესამე ადგილზე ბარბორა მოხოვა გავიდა.

ბენი ქრისტოს ჩეხი მსმენელი უკვე 10 წელზე მეტია კარგად იცნობს. 2019 წელს მან გამოუშვა ახალი ალბომი EP Kontakt, რომელიც 6 სიმღერისგან შედგება და მათ შორის არის ორი ჰიტი Aleiaio და Plan. თუმცა, ბენის ყველაზე დიდ ჰიტად დღემდე ითვლება BOMBY, რომელსაც 24 მილიონზე მეტი ნახვა აქვს იუთუბზე, Asio – 14 მილიონი და Padam – 24 მილიონი.

ფოტო: Benedikt Renč

 

რას ფიქრობთ ჩეხეთის წარმომადგენელზე და მის შანსებზე წლევანდელ ევროვიზიაზე?

უპასუხე