ევროვიზიის სიახლეები
შესარჩევი

პირველი შვედური და ლიეტუვური, მეოთხე ნორვეგიული ნახევარ ფინალების შედეგები

გუშინ 2020 წლის შვედეთის შიდა შესარჩევმა კონკურსმა “Melodifestivalen” 2020-მა აიღო სტარტი. პირველი ნახევარ ფინალი ლინკოპინგის სააბის არენაზე გაიმართა და სცენაზე 7 მომღერალი წარსდგა. ხმის მიცემის პირველი ტურის შემდეგ კონკურსს Suzi P. და OVÖ გამოეთიშა, ხოლო მეორე ტურის დროს Sonja Aldén-ი.

ფინალში გადავიდა:

Robin Bengtsson – „Take a Chance“

„The Mamas“ – „Move“

ხოლო მეორე შანსის ტურში, რომელიც 29 თებერვალს გაიმართება,  გადავიდა:

Malou Prytz – „Ballerina“

Felix Sandman – „Boys With Emotions“

მეორე შანსის ტურამდე მაყურებელს კიდევ სამი შესარჩევი ნახევარ ფინალური შოუ ელოდება ხოლო გრანდიოზული ფინალი 7 მარტს გაიმართება და მას სტოქჰოლმი უმასპინძლებს.


 

ნორვეგიის რიგით მე-60 ევროვიიზის შიდა შესარჩევი კონკურსის ნახევარ ფინალები სამეფოს სხვადახვა რეგიონს ეძღვნება. მეოთხე შოუს დასავლეთ ნორვეგიის ქალაქ ფორენბუმ უმასპინძლა. 4 მონაწილედან ფინალის საგზური Magnus Bokn -მა მოიპოვა სიმღერით  „Over the Sea“:

შოუს დროს თავისი სიმღერა წარადგინა Ulrikke Brandstorp-მა სიმღერით „Attention“, რომელიც ავტომატურად ფინალურ ეტაპზეა.

შემდეგ შაბათს Norks Melodi Grand Prix ჩრდილოეთ ნორვეგიაში გადაინაცვლებს, სადაც დარჩენილ 2 ფინალისტს მოვუსმენთ, ხოლო კონკურსის გამარჯვებული 15 თებერვალს გამოვლინდება.


 

ფოტო: LRT

“Pabandom iš naujo 2020”-ის პირველ ნახევარ ფინალურ ეტაპზე მაყურებლის წინაშე 9 კონკურსანტი წარსგა, თუმცა მხოლოდ ბედმა მხოლო 4 მათგანს გაუღიმა და ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ.

საბოლოო შედეგებით ჟიურისა და მაყურებლების მოსაზრება ერთმანეთისგან გაიყო. გუშინდელ შოუზე ჟიურის ფავორიტი Aistė Pilvelytė გახდა, ხოლო მაყურებლის სიმპათია კი ჯგუფმა The Roop-მა დაიმსახურა.

Aistė Pilvelytė – “Unbreakable”

The Roop – “On Fire”

ფინალურ ეტაპზე ასევე გადავიდნენ:

KaYra – “Alligator”

და Rūta Loop – „We came from sun“

მეორე ნახევარ ფინალი 8 თებერვალს გაიმართება და ფინალისტების მეორე და საბოლოო ოთხეულიც გამოვლინდება:

  • Andy Vaic – „Why why why“;
  • „The Backs“– „Fuly“;
  • Evgenya Redko – „Far“;
  • Germantas Skoris – „Chemistry“;
  • Meandi – „DRIP“;
  • Monika Marija – „If I leave“;
  • Monique – „Make me human“;
  • Petunija – „Show Ya“;
  • Rokas Povilius – „Vilnius calling“.

ფინალური შოუ კი 15 თებერვალს გაიმართება და მას ვილნიუსის ნაცვლად ქალაქი კაუნასში ლიეტუვის ყველაზე დიდი ჟალგირისის არენა უმასპინძლებს.

უპასუხე