ევროვიზიის სიახლეები
შესარჩევი

ევროვიზიის WEEKEND: უყურეთ ლიეტუვის, ნორვეგიისა და შვედეთის შიდა შესარჩევ კონკურსებს

ევროვიზიის სიმღერის კონკურისს გულშემატკივრებს გიწვევთ შაბათი საღამო ლიეტუვის, შვედეთია და ნორვეგიის შიდა შესარჩევი კონკურსების ყურებაში გაატაროთ.

 

ნორვეგია – „Melodi Grand Prix 2020“

მეოთხე შოუ

დასაწყისი: 22:50 საათზე (თბილისის დროით)

პირდაპირ ტრანსლაცია: NRK

„Melodi Grand Prix“-ის საიუბილეო კონკურსის მეოთხე შოუში ერთმანეთს დასავლეთ ნორვეგიის 4 წარმომადგენელი შეეჯიბრება ფინალური შოუს ერთი საგზურისათვის, ხოლო შოუს განმავლობაში ერთი ფინალისტი, რომელიც პირდაპირ ფინალურ ეტაპზეა წარადგენს თავის სიმღერას.

დღეს საღამოს ფინალის საგზურისთვის შეეჯიბრებიან:

  • Hege Bjerk – „Pang“;
  • Magnus Bokn – „Over The Sea“;
  • Nordic Tenors – „In This Special Place“;
  • Oda Loves You – „Love Who We Love“.

ლიეტუვა – „Pabandom iš naujo!“

პირველი ნახევარ ფინალი

დასაწყისი: 23:00 საათზე (თბილისის დროით)

პირდაპირ ტრანსლაცია: LRT

„Pabandom iš naujo“ (“კიდევ ვცადოთ!” ) პირველ ნახევარ ფინალურ ეტაპზე სცენზაზე 9 მონაწილე გამოვა, ხოლო ფინალის საგზურს მხოლოდ 4 მათგანი მოიპოვებს. ფინალისტებს ჟიურისთან ერთად ტელემაყურებელიც გადაწყვეტს (50%-50%). მონაწილეების სია კი ასე გამოიყურება:

  1. KaYra – „Alligator“;
  2. Viktorija Miškūnaitė – „The Ocean“;
  3. Baltos Varnos – „Namų dvasia“;
  4. Rūta Loop – „We Came from the Sun“;
  5. Gabrielius Vagelis – „Tave čia randu“;
  6. THE ROOP – „On Fire“;
  7. Kristina Jure – „My Sound of Silence“;
  8. Alen Chicco – „Somewhere Out There“;
  9. Aistė Pilvelytė – „Unbreakable“.

შვედეთი – „Melodifestivalen“

პირველი ნახევარ ფინალი

დასაწყისი: 23.00 საათზე (თბილისის დროით)

პირდაპირ ტრანსლაცია: SVT

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შიდა შესარჩევი კონკურსი “Melodifestivalen”-ი დღეს იწყება. მაყურებლის წინაშე 7 შემსრულებელი წარსდგება, რომელთაგან 2 ფინალურ ეტაპზე გადავა, ხოლო 2 მათგანი კი (მესამე და მეოთხე ადგილები) მეორე შანსის რაუნდში გადავა.

  1. The Mamas – „Move“;
  2. Suzi P – „Moves“;
  3. Robin Bengtsson – „Take a Chance“;
  4. Malou Prytz – „Ballerina“;
  5. OVÖ – „Inga problem“;
  6. Sonja Aldén – „Sluta aldrig gå“;
  7. Felix Sandman – „Boys with Emotions“.

უპასუხე