საქართველო ევროვიზიის სცენაზე 14 მაისს წარსდგება

დღეს როტერდამში გამართულ ცერემონიაზე 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მონაწილე ქვეყნები ორ ნახევარ ფინალურ შოებში გადანაწილდა.
ჰელსინკიში დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, გასული წლის მასპინძელი ქალაქის (თელ-ავივის) ვიცე-მერმა სიმბოლური გასაღები გადასცა როტერდამის მერ აჰმედ აბუთალებს, რითაც როტერდამს მასპინძლის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა და რიგით 65-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსის სეზონიც დაიწყო.

გასაღების გადაცემის შემდეგ, კონკურსის მონაწილე ქვეყნების ნახევარ ფინალურ შოუებში გადანაწილების ცერემონია დაიწყო, რომელსაც ევროვზია 2020-ის წამყვანები შანტალ იანზენი, ედსილია რობლი და იან სმიტი უძღვებოდნენ.
ცერემონიის დასაწყისში დიდი ხუთეული+მასპინძელი ქვეყანა გადანაწილდა ნახევარ ფინალურ შოუებში.

შესაბამისად გერმანია, იტალია და ნიდერლანდები ხმას პირველ ნახევარ ფინალურ შოუში მისცემენ, ხოლო საფრანგეთი ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი – მეორე ნახევარ ფინალურ შოუში.
შემდეგი ეტაპი კი დარჩენილი 5 კალათაში განაწილებული 35 მონაწილე ქვეყნის ნახევარ ფინალებსა და ნახევარ ფინალური შოუს პირველსა და მეორე ნაწილებში განაწილება იყო.
პირველ ნახევარ ფინალში განაწილებული ქვეყნების სია ასე გამოიყურება:

პირველი ნახევარ ფინალის პირველ ნაწილში წარსდგებიან ჩრდ. მაკედონიის, ბელარუსის, ლიეტუვის, შვედეთის, სლოვენიის, ავტრალიის, ირლანდიისა და რუსეთის წარმომადგელნები, ხოლო მეორეში – ნორვეგიის, კვიპროსის, ხორვატიის, აზერბაიჯანის, მალტის, ისრაელის, უკრაინის, რუმინეთისა და ბელგიის წარმომადგენლები.
მეორე ნახევარ ფინალის შემადგენლობა კი ასეთია:

მეორე ნახევარ ფინალის პირველ ნაწილში სცენაზე მოლდოვის, პოლონეთის, სან-მარინოს, სერბეთის, ისლანდიის, ჩეხეთის, საბერძნეთისა და ესტონეთის წარმომადგენლები გამოვლენ, ხოლო მეორე ნაწილში კი – დანიის, ბულგარეთის, შვეიცარიის, ფინეთის, სომხეთის, ლატვიის, საქართველოს, პორტუგალიისა და ალბანეთის.
შესაბამისად, საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის რიგითი ნომერი ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარ ფინალის მეორე ნაწილში 10-დან 18-ის შუალედში იქნება და ის მაყურებლის წინაშე 14 მაისს წარსდგება.
მონაწილე ქვეყნების ზუსტი რიგითობა კი მოგვიანებთ გახდება ცნობილი და მას ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პროდიუსერები გადაწყვეტენ.
რიგით 65-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში 12, 14 და 16 მაისს გაიმართება.