28 იანვარი: ქვეყნების გადანაწილება ნახევარ ფინალებში

სამშაბათს, 28 იანვარს, გაიმართება მასპინძელი ქალაქის სიმბოლური გადაბარების ცერემონია, რომელსაც როტერდამის მერია უმასპინძლებს. ცერემონიის დროს თელ-ავივის მერი ოფიციალურად გადასცემს როტერდამის მერს „ევროვიზიის სიმბოლოებს“ და მოხდება მონაწილე ქვეყნების გადანაწილება პირველ და მეორე ნახევარ ფინალურ შოუებში.
ცერემონიის პირდაპირ ეთერში ტრანსლაცია შედგება მოცემულ ლინკზე თბილისის დროით 19:10 საათზე (16:10 CET).
41 მონაწილე ქვეყანა გადანაწილებულაი 5 სხვადასხვა კალათაში, რათა წინა წლების გამოცდილების ფონზე მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ე.წ. „მეზობლური“ ქულების მინიჭება.
I კალათა | II კალათა | III კალათა | IV კალათა | V კალათა |
ალბანეთი
ავსტრია ხორვატია ჩრდ.მაკედონია სერბეთი სლოვენია შვეიცარია
|
ავსტრალია
დანია ესტონეთი ფინეთი ისლანდია ნორვეგია შვედეთი
|
სომხეთი
აზერბაიჯანი ბელარუსი საქართველო მოლდოვა რუსეთი უკრაინა
|
ბულგარეთი
კვიპროსი საბერძნეთი მალტა პორტუგალია რუმინეთი სან-მარინო
|
ბელგია
ჩეხეთი ირლანდია ისრაელი ლატვია ლიეტუვა პოლონეთი
|