ევროვიზიის სიახლეები
ორგანიზაცია

იონ ულა სანს თანამდებობაზე მარტინ ოსტერდალი შეცვლის

ფოტო: Sören Vilks / EBU

ევროვიზიის სიმღერის კონკურსისა და საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის აღმასრულებელ ხელმძღვანელად 20 წლიანი გამოცდილების შვედი ტელეპროდიუსერი ერიკ მარტინ ოსტერდალი დაინიშნა. ის იყო 2013 და 2016 წლებში შვედეთში გამართული ევროვიზიის სიმღეის კონკურსის აღმასრულებელი პროდიუსერი და 2012-2018 წლებში ევროვიზიის მმართველთა პანელის წევრი იყო.

თანამდებობაზე ის ნორვეგიელ ჟურნალისტსა და ტელეპროდიუსერ იონ ულა სანს (ნორვ. Jon Ola Sand) შეცვლის, რომელიც აღმასრულებელი ხელმძღვანელის პოზიციას 2011 წლის პირველი ინავრიდან იკავებს და რიგით 65-ე 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის შემდეგ ის მშობლიურ ნორვეგიულ მაუწყებელ NRK-ს დაუბრუნდება.

ფოტო: Thomas Hanses

უკვე ერთი ათწლეულია, რაც იონ ულა სანი ევროვიზიის სინონიმად იქცა იმ მილიონობით მაყურებლისათვის, რომელიც თვალს ადევნებს სიმღერის კონკურსს და ხმის მიცემის დასაწყისს, რომელიც ტრადიციულად ულა სანის სიტყვებით იწყება: “take it away!”

 

ევროვიზიის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) თვალყურს ადევნებს კონკურსის მომზადებისა და ორგანიზაციის პროცესს. ის, თავის გუნდთან ერთად აძლევს მიმართულებას 40-ზე მეტ მონაწილე ქვეყნის წარმომადგენლებს და აკონტროლებს რომ სიმღერის კონკურსი ყველგან ევროვიზიის წესების თანახმად ჩატარდეს.

თქვენ რას ფიქრობთ ახალ აღმასრულებელ ხელმძღვანელზე?

უპასუხე