ევროვიზიის სიახლეები
შესარჩევი

გაიცანით Vidbir 2020-ის მონაწილეები

უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის UA:PBC და STB მიერ გამოქვეყნებული ახალი წესის თანახმად, ევროვიზიის ეროვნულ შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ მხოლოდ იმ შემსრულებელსა ან ჯგუფს, რომელსაც რუსეთში 2014 წლიდან კონცერტში მონაწილეობა არ მიუღია და არ გეგმავს მას ევროვიზიის ფინალამდე. ასევე მონაწილე არ უნდა ყოფილიყო ნამყოფი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში უკრაინის კანონმდებლობის დარღვევით. ამ ახალ წესებზე დაყრდნობით უკვე შეირჩა 16 მონაწილე, რომელიც მონაწილეობას მიიღებს უკრაინის შიდა შესარჩევ კონკურსში.

Vidbir 2020-ის მონაწილეები არიან:

  • Assol
  • CLOUDLESS
  • David Axelrod
  • Elina Ivashchenko
  • FO SHO
  • GARNA
  • GIO
  • GO-A
  • Jerry Heil
  • Katya Chilly
  • KHAYAT
  • KRUTb
  • MOONZOO feat. F.M.F. Sure
  • [O]
  • Oleksandr Poriadynskyi
  • TVORCH

Vidbir 2020 კალენდარი

2020 წლის შესარჩევის წამყვანი სერჰიი პრიტულა იქნება:

  • 8 თებერვალი 2020 – პირველი ნახევარ ფინალი
  • 15 თებერვალი 2020 – მეორე ნახევარ ფინალი
  • 22 თებერვალი 2020 – ფინალი

ცვლილებაა ჟიურის შემადგენლობაშიც. გასული წლისგან გასხვავებით ჟიურის წევრები არ იქნებიან ევგენი ფილატოვი და ჯამალა. განახლებული შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:

  • ანდრიი დანილკო (ვერკა სერდიუჩკა) – კომიკოსი, დრაგ მსახიობი, მომღერალი და უკრაინის წარმომადგენელი 2007 წლის ევროვიზაზე (მე-2 ადგილი)
  • თინა კაროლი – მომღერალი, მსახიობი, წამყვანი და უკრაინის წარმომადგენელი 2006 წლის ევროვიზიაზე (მე-7 ადგილი)
  • ვიტალი დროზდოვი – Hit FM radio-ს გენერალური დირექტორი.

 

რას ფიქრობთ კონკურსში მონაწილე მომღერლების შესახებ? იცნობთ რომელიმე მათგანის შემოქმედებას? გვიპასუხეთ კომენტარებში.

უპასუხე