ევროვიზიის სიახლეები
ორგანიზაცია

ევროვიზიაზე ცოცხალი ორკესტრი ბრუნდება?!

ნიდერლანდების მაუწყებლები AVROTROS, NPO და NOS გვპირდებიან, რომ 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ფინალურ შოუზე სიმფონიური ორკესტრი სპეციალური ნომრით წარსდგება. ეს სიახლე კი განსაკუთრებით სასიამოვნო გახლდათ ევროვიზიის დიდი ხნის გულშემატკივრებისათვის, რომლებსაც ახსოვთ, როდესაც ყველა სიმღერა ცოცხალი ორკესტრის დახმარებით სრულდებოდა.

1956 წლიდან 1999 წლამდე, ცოცხალი სიმფონიური ორკესტრი ევროვიზიის ერთ-ერთი გამორჩეული დამახასიათებელი ნიშანი იყო. თუმცა ახალი საუკუნის დადგომასთან ერთად, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა გადაწყვიტა უარი ეთქვა როგორც ცოცხალ ორკესტრზე და ასევე იმ წესზე, რომელიც მონაწილეებს ავალდებულებდათ სიმღერა მხოლოდ მშობლიურ ენაზე შეესრულებინათ.

დღეისათვის კონკურსის მონაწილეები  არ არიან ვალდებულები ცოცხალად დაუკრან მუსიკალურ ინსტრუმენტებზე, ამის გამო მათი უმეტესობა სცენაზე ხმის გარეშეა (silent stage).

 

ევროვიზიის საორკესტრო ისტორიის დასრულების შემდეგ, შედარებით “კონსერვატორი” გულშემატკივრები ყოველთვის ითხოვდნენ ცოცხალი ორკესტრის დაბრუნებას კონკურსზე.

ცოცხალი ორკესტრის გულშემატკივრებს გარკვეული იმედი 2015 წელს გაუჩნდათ, როდესაც ვენაში გამართული ევროვიზიის სიმღერის კონკურსი გრანდიოზული ფინალი ვენის ფილარმონიულმა ორკესტრმა გახსნა.

სან-რემოს იტალიური მუსიკის ფესტივალი, რომელიც ევროპის ყველაზე ძველი სატელევიზიო მუსიკალური შოუა და ფაქტობრივად რომლის ბაზაზეც შეიქმნა ევროვიზიის სიმღერის კონკურსი,  დღემდე იყენებს ცოცხალ ორკესტრს.

გაქვთ სურვილი დაბრუნდეს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ცოცხალი ორკესტრი? მოგვწერეთ თქვენი პასუხი კომენტარებში.

უპასუხე